VAQO The Land of Kartvelians FULL ALBUM

01/09/2022
VAQO MUSIC-ის მიერ

00:00 - Panika Panika Respublika
03:25 - Asecaa isecaa (Studio Version)
07:00 - Solomon II da Erekle II
12:07 - Gamarjoba Me Sofelo Var
16:20 - Voreq
21:21 - Sikete Gagadebs Boroti Fusfusebs
25:04 - Akhali Taoba Modis
29:26 - Saqanela (Studio Version) (© Tarla records)
34:57 - Aliluia Genatsvale
37:56 - Qals Sheudzlia Ucxoelze Gatkhovdes Kacs Alkoholze (Mshishara Mshishara)
Written, composed, performed, mixed and mastered by Vakhtang Kantaria. Recorded in Georgia 2019-20-21 years. © VAQO MUSIC © Stuidio Hundert

Spotify official Version: https://open.spotify.com/album/0IEVbW...

თქვენ წინაშეა ალბომის იუთუბ-შემოკლებული ვერსია, ალბომში სიმღერათა უმრავლესობა აქტიურად ტრიალებს საზღვარგარეთულ FM რადიო, რევიუ-პოდკასტ შოუებში, აშშ-დან იაპონიამდე. ზოგიც გამოიცა ტოკიოურ ლეიბლზე და სხვ.

უცხოელ DJ/Label-ს მოსწონთ რიტმი-მელოდია, ინსტრუმენტალი, ამბობენ იმასაც, რომ მსგავსი არაფერი მოუსმენიათ, უცნობ ტყეში სეირნობას ჰგავს ეს ყველაფერიო. მეკითხებიან, საქართველოში კიდევ არიან თუ არა ამ ჟანრის არტისტები?

70 წლიანი ოკუპაციის პირობებში, იკრძალებოდა თანამედროვე ავთენტური მუსიკა, ამას ემატებოდა ეთნო-მუსიკალური კომპლექსი, რომლის დევიზია \"ქართულად ეს არ იმღერება\". აკრძალვების პერიოდში კიდევ უფრო დაამძიმა ქართული სცენა აღმოსავლურმა, ზედაპირულად გადამოთარგმნილმა მუსიკამ, რომელიც რუსული ოკუპაციის დროს (1921-1991... 1993-დღემდე) სსრკ-ში არ აკრძალულა, ეს რიტმული მონახაზი დღეს მეინსტრიმშია, არ იყო აკრძალული Ayyub, Beledi, Maqsoum, Malfouf, Saidi, Masmoudi, Ciftetelli, Fellahi, Khaleeji და Wahda kabeera რიტმის სახეობები, არ აკრძალვის მიზეზი RSFSR-ს კულტურულ უპირატესობის ხაზგასმაა იყო ოკუპირებულ რესპუბლიკაზე, რიტმის რთული მრავალ შრიანი ფორმის ფლობის კუთხით.

70-იანებში იშვიათად თუ დაუშვებდნენ Funk-ს მოგვიანებით Disco რიტმსაც, ვერ დაუკრავდი იმას რაც მყარად მიუთითებდა დასავლური თუ ამერიკული ცივილიზაციის მყარ პოსტულატებს. ამ გზით, ცივილიზებულ სამყაროს გვაშორებდნენ. აკრძალული იყო ახალი მუსიკის განვითარება, გამონაკლისების გარდა. საქართველოს აძლევდნენ უფლებას დაეკრა ერთ შრიანი, აღმოსავლური რიტმი, რათა შორს ყოფილიყო პირველი რესპუბლიკის იდეებისგან ევროპული ცივილიზაციის განუყოფლობაზე, მეტიც, მტრის ცენტრს ჰქონდა უკეთესი, იმპორტული ფირები, რომ ჩაეწერა მუსიკა უკეთ, უკეთესი მიქშერ/მიკროფონები, ამგვარად ხარისხზეც მონოპოლია იყო. ტოტალური ჩაგვრაში ავთენტური მუსიკა დღემდე იქნებოდა რომ არა იმპერიის გარდაუვალი კრახი. ზოგმა მოქალაქემ დაიჯერა სსრკ-ს უძლეველობის, თუმცა ისტორიული სანაგვეზე სსრკ-ს გადავარდნას ქართული მუსიკა მოუმზადებელი შეხვდა, რამდენიმე მუს.სტუდია დაანგრიეს, ფირფიტ მბეჭდავი ჯართად დაშალეს. ტექნიკური პოტენციალი განადგურდა. არ არსებობდა ლეიბლი, რომელიც სრულად შეფუთავდა არტისტს და გაიყვანდა ბაზარზე. დიდი სტუდიები არსებობს კულტურის სამინისტროსა, ქვეყნის ბიუჯეტებიდან დაფინანსებული პროექტების ხარჯზე. რაც სახელმწიფო მხრიდან, ავთენტურ პოპ კულტურაში ჩარევის მავნე მაგალითიცაა. 90-იანებიდან დღემდე გაიგონებთ იდეას, რომ სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს, პანკს, როკს, პოპს, მეტალს, რეპს. სახელმწიფო ჩარევები პოპ-კულტურაში ყველა დროში კრახით მთავრდება, ბუტაფორიულ განვითარებას ქმნის, ამასთან ერთად საზოგადოებაზე გავლენის ინსტრუმენტიცაა. სუბსიდირებული პოპ-კულტურა არა თუ არაავთენტურია, აზიანებს კერძო სექტორსაც, წინსვლის ბუნებრივ გზებს.

სოციალური ქცევის პრობლემაც გამოჩნდა, თუ მშობელი შვილს არწმუნებდა, წიგნის ქონის მნიშვნელობაზე, (ლიტერატურა/ბიზნესი ბევრად წინაა, ვიდრე მუს/ბიზნესი) მშობელი შვილს არ ეუბნებოდა, მუს. ალბომის მნიშვნელობაზე. რამაც მუს. შემოსავლებს დაღი დაასვა, ამიტომ სახელმწიფოს მიერ ორგანიზირებული კონცერტები (საახალწ. თუ სხვ.) გადაიქცა შემოსავლის წყაროდ, ხელისუფალი მოითხოვს ნეიტრალობას ჟღერადობაში, პოლიტკორექტულობას, განვითარდა კორპორაციულ საღამოთა კონცერტებიც, ითხოვენ უცხოურ, ფანკ-დისკო ვერსიებს. ისტორიულად წართმეულია ავთენტურობის უფლების 70 წელი, 70 წელი ინდუსტრიის და სცენის.

გაუბედავი, ლაჩარი მამების შვილები, შემდეგ თაობაში მონებად გაიზრდებიან. ხელოვნება არის სამეცნიერო-სამხატვრო-პოლიტიკური დარგი, რომელიც თაობებს გადაეცემა. მაქვს დიდი იმედი რომ გაჩნდება უკეთესი თაობა, რომლის მუსიკალური მიგნებები იქნება იმაზე უფრო მასშტაბური, ვიდრე აქამდე შეიძლებოდა წარმოდგენა. ჩვენი ვალია მაღალი წარმატების წერტილი დავუტოვოთ მომავალ თაობას, რომ მათ ქართული მუსიკის განვითარება აქციონ მასშტაბურ მოვლენად. საფუძველი უნდა გავამყაროთ ახლა და თაობას დავუტოვოთ პასუხი კითხვებზე; რა არის მუსიკა
მუსიკა არის - განვითარების მაჩვენებელი - რასაც ვუკრავთ, იმ სიმაღლეზე ვართ.
მუსიკა არის - ეროვნული თვითმყოფადობა - როგორც ვჟღერთ ის ვართ.
მუსიკა არის - პიროვნული ავთენტურობის გამოხატვის მხატვრული ინსტრუმენტი
მუსიკა არის - გუნდი - დაასაქმო ადამიანები შენს გარშემო
მუსიკა არის - იარაღი - დაიცვა შენი ქვეყნისა და მოქალაქეების პრესტიჟი.
მუსიკა არის - განმანათლებლობა - შთააგონო ფასეულობები

გამარჯობა ეს არის The Land of Kartvelians, 1921 წელს შეანელეს, 101 წლის მერეც გრძელდება, ვერც გააჩერებთ!