Written, composed, performed, mixed and mastered by Vakhtang Kantaria
Recorded live in Georgia, Tbilisi (2019)
Additional instruments in studio (2020)
Mastered \u0026 Mixed (2021)
© VAQO MUSIC
ასეცაა ისეცაა Asetsaa Isetsaa 00:16
საქანელა Saqanela 05:42
გააძვირეს Gaadzvires 15:11
ვისურვებდი Visurvebdi (Vushvelot ubedur khalkhs) 23:51
არავის ეგონა (მენატრები) Aravis egona (menatrebi) 34:58
ფოლადის კარი Pholadis Kari 37:38
მე მიღალატეს ძველმა რიტმებმა Me migalates dzvelma ritmebma 41:32
მთელი ქვეყანა გადარჩენას ითხოვდა Mteli kveqana gadarchenas itkovda 46:10
ღმერთო Gmerto (simgera Mkrekhelobaze) 48:17
უამრავი ქალაქი ვნახე, ყველგან უკეთესი ჰაერი იყო, ეს თბილისია, არაფერი ისე არ აღმაფრთოვანებს როგორც ფაქტი რომ, მე ჩავწერე კონცერტი, სადაც გორგასალი დასეირნობდა, მგონია ამ უკსანასკნელს ნაკლებად წარმოედგინა ოინს, დაეარსებინა ქალაქი, მოყვებოდა ცოცხალი კონცერტის ალბომის გამოსვლა. მან შექმნა პლატფორმა თბილისი, ამიტომ დიდი წვლილი შეიტანა ალბომის შექმნაში. ბედნიერი ვარ რომ მცხეთელი მითრიდატე VII-ს შემდეგ ვახტანგ I ჭკუა იხმარა, მცხეთის იქითაც დაენახა რაღაცის პერსპექტივა, მცხეთის გარეუბანი ექცია ქალაქად.
თბილისი თვალწინ გაორმაგდა. ბევრი არ მოუგია, არქიტექტურა გაუარესდა, გზები გადაიტვირთა, ცხოვრება გაძვირდა. ხელოვნება კი ურბანული განვითარების ნაწილად იქცა. ამაზე წუწუნი კი ავანგარდში აიწია. კორპუსებს გეტო ეწოდა, და ამაზე ბევრი დაიწერა. დაიწყო შეჯიბრი ვინ უფრო ცუდად გრძნობს თავს, რამდენად ინდივიდუალური და უნიკალურია ცუდად ყოფნაში... ჯამში კი ქვეყნიდან დაღწევის სურვილით ბევრი წავიდა ევროკავშირის დაფინანსებით საზღვარგარეთული პროექტებით, და ასეთი წინადადებებიც კი მესმოდა, მუხიანს ბრიუსელი ჯობია, ბრუგე ნანახი გაქვს? რუსთავს ჯობს... ციურიხში ყველაფერი უკეთაა ავტობუსებში, ვიდრე აქ. იქიდან ცოტა დაბრუნდა სურვილით აქ რამე შეექმნათ. ევროკავშირის პროექტები ხანდახან ხელს უწყობს აქაურებმა არანაირი პასუხისმგებლობა არ აიღონ საკუთარ ცხოვრებაზე. პასუხისმგებლობის ატროფირების გამომწვევი მიზეზი ისიცაა რომ ფულს გიხდის უცნობი იმისთვის რომ საზღვარგარეთული გამოცდილება მიიღო, უფასოდ მოგცეს საჭმელი, დროებითი საცხოვრისი, სხვის კისერზე გაცხოვროს, ეს გავს იმას რასაც აქ ვეძახით დედის კისერზე ყოფნას, მამისაც. ამაზე უნდა იფიქრონ. ფულს რატომ დებენ იმ მოქალაქეებში რომლებიც გულგრილი არიან საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე. ფსონს საქართველოს სიძლიერეზე დებენ თუ იაფ მუშა ხელზე? რამდენად ეფექტურია ფულით დააფინანსო ისეთი მოქალაქეები რომლებიც ვერ იტანენ საკუთარ მოქალაქეობას. ვერ პოულობენ რესურს უყვარდეთ საკუთარი თავი. ეს გზა, დრამატულია, მარცხი კი უკანასკნელი გამოსვლა.
ბევრს, აქ, პირადი ზიზღის გამო, შეიძლება მშობლების, შესაძლებელია შეყვარებულის დაშორების გამოთაც, ბნელ ფერებში ხატავს ყოფიერებას. ასე დაინახონ რომ თუ მას არაფერი გამოუვიდა, ესე იგი ყველა ცუდია, ღირსია იყოს უბედური, ეწოდოს განუვითარებელი, რეგიონალური მნიშვნელობის მქონე, სადღაცას მყოფს, ცდილობენ ასე წარმოგაჩინონ, რეგიონალური ევროპულ ქვეყანად. საგულისხმოა თუ რატომ დებს ფულს განათლების სამინისტრო სტუდენტებში რომლებიც უცხოური განათლების მიღების შემდეგ ბრუნდებიან მხოლოდ იმიტომ რომ უბედური თვალებით უკანასკნელად დადგან ფეხი და ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გაბრუნდნენ. ინტუიცია მკარნახობს მეცხრამეტე საუკუნეში მსგავსად რომ მოქცეულიყო ჩვენი ინტელექტუალური წრე ვერ ვიქნებოდით საღ აზრზე 1918 წელს.
და მაინც, რატომ არ ცდილობენ იყვნენ ბედნიერი აქ? ფული?
გამარჯობა, მე ვახტანგ ქანთარია ვარ, უნდა გამომყვეთ, მე მაქვს გიტარა, ის ნამდვილია, ვიცი გიტარა როგორ მუშაობს. ექვსი სიმი აქვს, პირველი სიმი ემსახურება ხმამაღალი იდეების გახმოვანებას, მეორე სიმი ეხმარება იყოს სოლიდური, ერთადაც კი მოძრაობენ, მესამე და მეოთხე სიმები ცდილობენ რბილად დაუკავშირდნენ მეხუთე და მეექვსე სიმს, ეს უკანასკნელი იმაზე სერიოზულნი არიან ვიდრე წარმოდგენაში გაქვთ დანახული, უბრალოდ დაიმახსოვრეთ, მეექვსე სიმი ქმნის ფუნდამენტს. ჩვენ ქვეყანას მესამე და მეოთხე სიმი გამწყდარი აქვს, პირველი სიმი კი სამი ცალი აქვს დაყენებული, ოთხიც კი... მეექვსე სიმი კი ერთადერთი სიმია რისიც გაწყვეტაც სურთ მაკრატელ შეიარაღებულ ხალხს. ისინი გადამთიელინი არიან, დიდი რაოდენობის მაკრეტელი აქვთ ნაწარმოები, აქამდე წარმატებით გაწყვიტეს სხვადასხვა ქვეყნის სიმები, ისტორიული გამოცდილება აქვთ. იცოდეთ ისიც რომ პირველი სიმი ყველაზე ადრე წყდება, მალე ამთავრებს არსებობას, ისინი ზედმეტად ხმამაღალნი და სუსტები არიან იმისთვის რომ დიდხანს იხმაურონ. არ გაიკვირვოთ ამდენი პირველი სიმი ჩვენს ქვეყანაში, ისინი მაინც მალე გაცვდებიან, გაწყდებიან, ხშირად ვნახავთ გამოცვლილ პირველ სიმებს. ყურადღებას მიაქცეთ მესამე და მეოთხე სიმის არ არსებობას, მინდა იცოდეთ ისიც რომ მესამე სიმი ქმნის ტრადიციულ აკორდში მაჟორს და მინორს, მისი არარსებობა ტრადიციულ აკორდს აქცევს უცნაური ფორმის აკორდად, სადაც მეექვსე სიმი თუ არ გადააწყე ტონალობის მომწოდებელად, ფუნდამენტის შექმნელის როლს კარგავს... და ის თამაშგარეში გაჰყავს. იცოდით? ქვეყანა ინსტრუმენტია, ჩვენ ჩვენს გიტარას არ ვაწყობთ, ველოდებით სხვა როდის აგვიწყობს, ჩვენ მანამდე ფანდური და ჩონგური გამოვიგონეთ, ამას ცოტა სხვა წყობა აქვს. მი სი სოლ რე ლა მი, გასწორდება, უკვე იჟღერს, მზად იყავით, მე ჩემი გიტარა თქვენთვის ავაწყე, მე ვახტანგ ქანთარია ვარ.
2020 წ.