Written, composed, recorded, mixed and mastered by Vaqo
Cover Art: Güneş Akyürek
Tracklist:
00:00 Chiche Chkua
09:37 Coda Kurdgelq Dogur
17:26 Hey Zauri
36:19 Chidaoba
43:47 Suicidi
49:46 Sheshlili Gmertebi Im Heretidan
1:01:39 Mieci Samyaros Is Risi Micemac Gsurs
Tarla Records 2022
თქვენ წინაშეა ალბომი აჰ ქო! (ო დიახ!) ალბომი დაფუძნებული ფოლკის მაქსიმალიზაციით. ერთ სიმღერაში მრავალმელოდიური სვლის, ადგილობრივი ენა-დიალექტების ერთიანობით. მაღალი ინსტრუმენტული მნიშვნელობით.
ცხადია 10-15 წელიწადში იქნება უმძიმესი კრიზისი, რა არის ქართული მუსიკა პოპ კულტურაში? ფირფიტიდან დასემპლილი არქივიც ამოიწურება. ე.წ. ქალაქური დისკოებიც. კრიზისი ქართული მუს. იდენტობის გარდაუვალია, მას ფანოღი და ელექტრონული ფსევდო მაღალ ტექნოლოგიური მუსიკა კიდევ აჩქარებს. ვერც ქართულ ენაზე ნამღერი ინგლისური მახვილებს ქვეშ დაწერილი პოპი, გამართლებული ე.წ. ახალი ქართული ენით უშველის. ნარევი ინგლისურ-ქართულით სიტყვებით. - \"შენ so sad ხარ, ლამაზო shine on you\".
თანამედროვე ქართული ჯაზი, ცდილობს განავითაროს ამერიკული ჯაზი, საბჭოური კლიშეებით, უაზროდ გახარჯული ბევრი ნოტით, იმპროვიზაციით, არ მოგიწოდებს თვისებრივი განვითარებისკენ, ის რიტუალია და პატივისცემა კერპისადმი, ვინმე დიდი ამერიკელი ჯაზმენისადმი. ხანდახან ნიუ-ორკული ჰიპ ჰოპის განვითარებასაც ცდილობენ. აქაური როკ ენდ ოლი ცდილობს განავითაროს ბრიტ პოპი. ბრიტანელ კერპს საკუთარი პიროვნება შესწიროს. ბრიტს ბრიტანელობაში აჯობოს. ელექტრონული მუსიკა, ოთხმოციანი თაობის მცდელობა იყო, მაღალ ტექნოლოგიური მუსიკის შექმნის, ტრენდში ყოფნის, ამიტომ ახალ თაობაში ასახეს თავისი ოცნება, რატომ ცდილობენ განავითარონ უცხოეთი აქ? ეს ყველაფერი (გარდა ფანოღისა) დაიწყო იქიდან, რომ ფრენები საზღვარგარეთ აკრძალული იყო, იმ დონემდე რომ თვითმფრინავებს იტაცებდნენ. არ შეეძლოთ დასწრებოდნენ ორიგინალი არტისტის კონცერტს. ამიტომ ამის დეფიციტს ბარებში ე.წ. ქოვერების მოსმენა/დაკვრით იკმაყოფილებდნენ. რაც საბჭოური დეფიციტის კონტრპასუხია. ეს დღემდე გრძელდება. ბარები ისევ იმ იდეის ხელშია. დღემდე სულ ქოვერებს უკრავენ. ზოგისთვის ეს არის ერთგვარი ბავშვური ოცნებაა, გავდეთ სხვას, იგრძნო როკ ვარსკვლავი შენში. ბარების სივრცე საბჭოურ ბავშვობაში და ცენზურაში დარჩა. შედეგად რეგიონული კულტურის ხელოვნება და პროვინცია მივიღეთ, ყველაფერი უცხოური, კოპირებული. მივიღეთ აბსოლუტური სივრცე, დაცლილი ავთენტურობისგან, სსრკ-ს საუკეთესო ტრადიციებში, არანაირი მუხტი, სწრაფვა განვითარებისკენ, ფიქრისკენ, დამოუკიდებლობისკენ. უბრალოდ ზოგმა სხვის მსახურებაში იპოვა გადარჩენის გზა.
არაერთ ბარიდან გამოგვიშვეს საავტორო მუსიკის გამო. ისინი ამბობდნენ: მსმენელს ფიქრი არ უნდა, მათ უნდათ თანაგრძნობა. თქვენც დაფიქრდით, ბარის მეპატრონეს არ აწყობს მისი კლიენტი (თქვენ) ფიქრობდეს. თქვენი უტვინოებად ყოფნა აწყობთ. სიბოროტეს ეს იაფი უჯდება, სიკეთეს ძალიან ძვირი.
ახალმა ქართ. არტისტებმა თქვეს; მოდი ახლა, რადგან ბრიტანელს ბრიტანელობაში ვერ ვაჯობეთ, არაბს ვაჯობოთ არაბობაში. (autotune, microtone ჟღერადობა) ოღონდ ეს შევფუთოთ, ე.წ. თბილისური იდენტობით. ვუწოდოთ ამას „ქართული მუსიკა\". რაც ახლო აღმოს. რეგიონული კულტურის შექმნის პროცესია. აღმოსავლეთიზაცია. ტერმ. თბილისური იდენტობა ბუნდოვანია, ფსევდო ტერმინია. უამრავი წლის განმავლობაში ავთენტური ხელოვნების მიზანმიმართული განადგურების ფონზე, ის კითხვის ქვეშ დგას. გახსოვდეთ, როდესაც ხსენებული ცივილიზაციის მტერი მოგვადგება, ჩვენ ჩვენივე ხელით გავანადგურებთ ფანოღს, როგორც ეს რუსულ მუსიკას დაემართა. სიმღერები კი ამ იმპერიული ქვეყნებისთვის დამხმარე სახელოვნებო ნიმუშ/მტკიცებად გადაიქცევა, ჩვენ ქვეყანაზე პრეტენზიის გამოთქმის მიზეზად. კიდევ უფრო დრამატულია, ჩვენ ამ მუსიკას დავახვედრებთ მუცლის თანთალით.
კერპთაყვანისმცემლური, კოპირებული ხელოვნება არანაირ რისკს არ შეიცავს არტისტისთვის, ბრიტ პოპში ყველა ჟღერადობა ადვილად განმეორებადია, არც ფანოღურში, სემპლები საკმარისზე მეტია. მარცხი არ გეშინია, კერპი დაგიცავს ტკივილისგან. ქართული ჟღერადობა კი ძალიან საშიშია, გულწრფელობა მოგიწევს. ზედმტად ნამდვილია საფრთხეები, შეიძლება ქუჩაში გიცნონ, დაგცინონ, ან შეგაქონ.
მაშ ასე, მუსიკაში ჩვენ გვყავს; სსრკ-ს კლიშეები, კერპთაყვანისმცემლები, ფანოღელები, და სხვა ათასი რჯულის მოგზაური. მე ამ ალბომით უცნობ ტყეში გეპატიჟებით, სადაც ცოტამ გაბედა შესვლა, ბევრი გაუჩინარდა, იქ მტერს პატარა ჭკუა აქვს, დეზინფორმაციაზე ცხოვრობს, ცოდო კურდღელი მოკლა გონგოფ მგელმა, მოღალატე ზაურს ეძებენ თავადები, ხალხი ცხოვრებას ეჭიდავება, ჰერეთელი შეშლილი ღმერთები დალის ირმებზე ნადირობას უკრძალავენ. იქ ყველა განვითარებისკენ იღწვის. ტყიდან ბევრი გაიქცა ემიგრაციაში. მე კი იქ ჩავწერე აჰ ქო. ალბომით მსურს დაგანახოთ სხვანაირი საქართველო. თქვენს წინაშეა აჰ ქო, კონცეპტუალური საქართველო, ქართული ხმები, რომელიც აქამდე არასდროს გაგიგიათ. ერთადერთი რისი განვითარებაც აქ რეალურია, ეს საქართველოა, და საქართველოს განვითარება ცივილიზებური მსოფლიოს განვითარების ნაწილად უნდა იქცეს. დო თენა მანგარო ასწორენს.