Vaqo - Existential errors CD two

05/13/2018
VAQO MUSIC-ის მიერ

Vaqo - Existential errors CD! Two (2018 - Double album)
მუსიკალური ალბომი რომელზედაც შეგიძლია გააკეთო დონაცია: GE70TB7006875365100046
1. ჰუ უჰ Hoo ooH 00:00
2. ნახვამდის დედიკო Goodbye mommy 00:54
3. დრო მიდის Time goes by 05:13
4. გასროლამდე Before the shooting 09:56
5. ის ვინც გვესვრის ტყვიებს არ ტენის Whoever, who shooting is not charging the bullet's 09:53
6. ბედნიერება Happiness 14:56
7. ალბერტ შტეინი თუ ვახო შტეინი ის ყველას უყვარდა Albert Einstein or Vakho Einstein, They Everyone loved 17:59
8. ეს არის მიწა ო ჩვენი მიწა ო ჩვენი დედამიწა This is ground, oh our ground, oh our earth 20:51
9. ჰე ეჰ Hae eaH 23:33
10. სამყარო ბრუნავს The world is rolling 24:11
11. სუიცინი Suicini 28:02
12. დამაბნიე მე შენ დღეს You confused me today 30:24

There is Cd one    • Vaqo - Existential errors CD one  

რაზე ვილაპარაკოთ? დრო მიდის და სამყარო ბრუნავს, მას ვერ დაეწევი ვერასდროს. ვინც გვესვრის ტყვიებს არ ტენის, ეს ჩვენი მიწაა, ეს ორიანი ალბომის მეორე დისკია, იმ \"ეგზისტენციალური ცდომილებების\" რომელიც 31 რიცხვში დაიდო, ეს კი 13 ში დაიდო, 31-13 ! თარსი თარსაობის დღესასწაული

აქ შესულია 12 ნაწარმოები. ანალოგიურად პირველი დისკისაც აქაც იგივე მდგომარეობაა, ვგულისხმობ ჩანაწერის წარმოება, შემადგენლობა და სხვა 1000 რამ რაც უკვე ვრცლად მივიმოხილე წინა დისკის აღწერისას, რაღთქმაუნდა ლინკი თან ერთვის.    • Vaqo - Existential errors CD one  

ეს და ის დისკიც ერთ სესიის ნაწილია. (ანუ არ განიხილოთ ეს ცალკე ალბომად, არ შეგეშალოთ თორემ გამიტყდება, Double album-ია, მოგვიანებით ერთიანი სახით ავტვირთავ)

ვფიქრობ როდესაც ძალიან ცუდი შესაძლებლობების ქვეყანაში ცხოვრობ, არ გაქვს უფლება არ გქონდეს პოზიცია და სურვილი გახადო ის უკეთესი, მე მქონდა სურვილი\"საქართველოს სასარგებლო იდეების\" მუსიკა დამეწერა. სხვა დიდი არაფერი.

ჩვენ ვართ საკუთარი თავის მფლობელები, ჩვენ ვქმნით ხარისხს, ჩვენ ვართ ჩვენი თავისი ყველაზე დიდი ექსპერტები. მე ვთვლი და მყარად მწამს რომ ერთი ადამიანის დაღუპვის ფასი, ტოლია ერთი სამყაროს მოსპობის, ასე არ თვლის ყველა, პრაგმატული არჩევანის დროს იქსი აარჩევს ერთი კაცის სიკვდილს ვიდრე მთელი სახელმწიფოსი. თქვენ გჯერათ სამყაროსი?

ამიტომ ვთვლი რომ ზოგადად დედამიწა თავისი არსით დაზიანებული მოწყობილობაა, შემქნელი ალბათ კეთილია, თუმცა შეცდომა დაუშვა, ჩემ გარშემო ყველას აქვს განცდა იმის რომ რაღაცა არასწორია, ვერავინ ვერ აღწერს მას, თუმცა საკმარისია ეს განცდაც. ვფიქრობ დღეს ამ განცდის არ მქონე არანორმალურია.

კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობდი, 6 წლამდე ვერ მომაშორეს ჯოისტიკს, თამაშმა ერთი რამ მაინც მასწავლა, როდესაც საქმე ეხება წარმატებას სისტემურ დონეზე, უნდა შეიმუშავო სასარგებლო ქცევის ალგორითმი, ასე უფრო მალე მოიგებ. ვთვლი ქვეყნის პრობლემაც ეს არის, კომპიუტერულ თამაშებზე გაზრდილი ხალხი არ არის მის სათავეში.

ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ 16+ ადამიანებმა არსებობის სასარგებლო გზებზე, ჩვენს განცდებზე და იდეებზე, არავინ გვიშველის.

ყველას ეშინია ჩვენი თაობის, არ დავბადებულვართ სსრკ-ში, გავიზარდეთ დამოუკიდებელ რესპუბლიკაში, გაცილებით მეტი შეგვიძლია ვიდრე უფროსებს შეეძლოთ ჩვენ ასაკში, მათ ნაგავი დაგვახვედრეს და დარწმუნებული ვარ არ გაუხარდებათ თუ მათ ვაჯობებთ, ეს უფროსი თაობის თვისებაა, ის ყოველთვის ცდილობს უმცროსი გასრისოს თავისი სიდიადით.

პირველი თაობა ვართ დაბადებული დამოუკიდებელ საქართველოში, დღეს დღეობა Sucks, უნდა გადავახტეთ წარსულს, აუცილებელია ერთი კითხვის დასმა საკუთარ თავთან. \"მე რას გავიღებ უკეთეს?\"

მე ნივთიერებებში სიკეთეს ვერ ვხდეავ, ვერც ხელოვნებაში, ვერც მიწაში, ვერც ევროპაში, ვერც ამერიკაში, ვერც აზიაში და ოკეანეში, წარმოსახვაშიც და ვერც ფანტაზიაში, სიკეთე მითია, რეალობა კი ერთია, ეს ცხოვრება, და ამ ცხოვრებაში სასარგებლო ალგორითმები არ არის, რეგულაციები, პასიური გადასახადები და ვალდებულებები ახრჩობს ცხოვრებას, ეს კი მითი აღარაა, ვერ ვნახე სასარგებლო გადაწყვეტილებები ხალხის სასარგებლოდ.

რაც შეეხება ალბომს, გამიხარდება თუ ეს მუსიკა თქვენც გაგახარებთ. ვფიქრობ ოდესმე ამ ბგერებს ვინმე მოისმენს, და თავს იმ იშვიათ ადამიანად იგრძნობს, ვინმაც იმ იშვიათ რამეს მოუსმინა, რაც იმ წელს დაიწერა რომელიც აღარასდროს განმეროდება, თან დაიწერა მიზნობრივად იშვიათი ადამიანებისათვის, რადგან ხალხი ეს არ არის იშვიათი, იშვიათები ეს შენ ხარ, დიდი მადლობა შენ.

ეგზისტენციალური ცდომილებების რაღაცნაირი დასასრული
Ⓒ VAQOmusic

Email: [email protected]
Intriga:   / sgnilraceht  
Artnews: http://artnews.ge/?p=22831