სასტუმრო რედისონში პარლამენტის გენდერული საბჭოსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა შეხვედრა შედგა, რომლებიც აღნიშნულ თემატიკაზე მუშაობენ. განხილვის მთავარ თემას იმ ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი წარმოადგენდა, რომლის განხილვასაც პარლამენტი, მიმდინარე წელს აპირებს.
შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შედგა. სხდომა გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა. საუბრისას მანანა კობახიძემ ხაზი პარლამენტში ჩატარებულ გენდერულ აუდიტსაც გაუსვა და აღნიშნა, რომ აუდიტი გენდერულ საბჭოს, მუშაობის გამარტივებაში დაეხმარება:
გენდერული საბჭოს გაძლიერება, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანაბარი მონაწილეობა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დროს გენდერული ბალანსის დაცვა, ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, გენდერული საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად იმსჯელეს. მათი ნაწილი გარკვეულ სირთულეებზეც საუბრობს:
ეროვნულ სამოქმედო გეგმას პარლამენტი უახლოეს ერთ თვეში განიხილავს. სწორედ ამიტომ, მანანა კობახიძის თქმით, შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს. გაეროს განვითარების ფონდში კი აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მსგავსი ტიპის შეხვედრა, კვლავ მოეწყობა.
@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/