ქალთა ორგანიზაციათა ფორუმი
სასტუმრო ამბასადორში ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი გაიმართა. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - ამ თემაზე სასაუბროდ ისინი ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, ფონდმა ტასომ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მოიწვიეს. შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი გაეროს 13-25 რეზოლუცია და ის სამოქმედო გეგმაც იყო, რომელიც სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით შემუშავდა. ის 2012-2015 წლებზეა გათვლილი. პროექტი - ქალები თანასწორობისათვის მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში, 2010 წლიდან მოქმედებს. მისი ძირითადი ბენეფიციარები დევნილი და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ქალები არიან. ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ფონდი ტასო, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, gaeros qalTa organizaciaსთან (UN Women) TanamSromlobiT, axorcielebენ. შეხვედრის დასკვნით ნაწილში, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ "ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს # 1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან უფლებამოსილი წარმომადგენლები ქალთა საინფორმაციო ცენტრი და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა" იქნებიან. ასევე როტაციის პრინციპით აირჩევა კიდევ ერთი ორგანიზაცია. ფორუმის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მაისის შეხვედრაზე ნიქოზიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „იმედის სხივიც" იქნება წარმოდგენილი. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/
მსგავსი ვიდეოები
16 04 13 ქალთა ორგანიზაციათა ფორუმი
WIC ORG
გაერო-ს ქალთა ფორუმი ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქალ მეწარმეთა ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქალთა ეკონომიკური ფორუმი ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდი ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ასოციაცია ,,თანხმობამ" კონფლიქტით...
odishitv
ბიზნესის როლი ქალთა გაძლიერებაში - ეროვნული მასშტაბის კამპან...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
Visa უერთდება გრეის ჰოპერის დაჯილდოების პროგრამას საქართველო...
Visa CISSEE