ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

26.08.2014 01:20

შინაგან საქმეთა სამინისტროში, შსს–ს ორგანიზებით, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების ფარგლებში, აღნიშნული საბჭოს რადიაციული და ბირთვული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ქბრბ უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებული ადგილი უკავია რადიაციულ და ბირთვულ კომპონენტებს. მსოფლიოში მისი აქტუალურობის გათვალისწინებით, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს. საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, გაერო–ს უშიშროების საბჭოს №1540 რეზოლუციასა და შიდა კანონმდებლობას, რომელშიც უმთავრესია საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო აგრეთვე მიერთებულია ათამდე საერთაშორისო კონვენციას. გარემოს რადიაციული ფონი პერიოდულად იცვლება, რაც განპირობებულია მსოფლიოში ბირთვული ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინციდენტებით, ავარიებით და კატასტროფებით. გარდა ამისა, მოსახლეობის სხივურ დატვირთვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამშენებლო მასალებად ნიადაგის ქანებიდან ამოღებული ნედლეულის გამოყენებას, ასევე სხვა წიაღისეულის ინტენსიურ მოპოვებას. აქტუალური ხდება საშენი მასალების, ასევე, წიაღისეულის მოპოვების არეალების კონტროლი რადიოაქტიურ დაბინძურებაზე და პერსონალის რადიაციული მონიტორინგი. მეთის სანახავად გადადით მითითებულ ლინკზე : http://goo.gl/ZoAQPp

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა სამინისტროში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
01:53

შინაგან საქმეთა სამინისტროში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრი ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის კონგრესს დაესწრო
03:04

შს მინისტრი ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის კონგრესს...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების უწყებათშორისი სწავლება
02:48

ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების უწყებათშორისი სწავლება

Emergency Management Service

ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებს სწავლება ჩაუტარდათ
01:18

ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებს სწავ...

Emergency Management Service

ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების საკითხებზე მასშტაბური უწყებათაშორისი სწავლება გაიმართა
03:34

ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების საკითხებზე მასშტაბური უწყებათაშ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სუს-ის ორგანიზებით ქბრბ უსაფრთხოების საკითხებზე დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
04:40

სუს-ის ორგანიზებით ქბრბ უსაფრთხოების საკითხებზე დონორთა საკო...

State Security Service of Georgia

შსს-ს თანამშრომლებმა ქბრბ მიმართულებით სწავლება გაიარეს
02:11

შსს-ს თანამშრომლებმა ქბრბ მიმართულებით სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს თანამშრომლებმა ქბრბ მიმართულებით უწყებათაშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
02:54

შსს-ს თანამშრომლებმა ქბრბ მიმართულებით უწყებათაშორის სწავლებ...

Emergency Management Service

ყველა ვიდეო