ზუგდიდის გამგეობაში \"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართვერლოს\" მიერ წარმოდგენილ ანგარიშს უპასუხეს. კომენტარი გამგებლის მოადგილემ მამაუკა წოწერიამ გააკეთა. მისი თქმით, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით მეტი ხარჯები თემის სიდიდით არის გამოწვეული.
წოწერიას განმარტებით, 2017 წლის ბიუჯეტში წინა წლებთან შედარებით ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობა შემცირებულია და აღნიშნული ფინანსები სამშენებლო სამუშაოებს მოხმარდება. რაც შეეხება პრემიებს, საჯარო მოხელეები მათ გაწეული სამუშაოს შესაბამისად მიიღებენ.
„თითოეული პრემია, რომელიც გაიცემა, უნდა იყოს არგუმენტრიებული, პიროვნების მიერ განხორციელებული სამუშაოს შესაბამისი. დღესასწაულებზე პრემიები აღარ გაიცემა. თუ საჯარო მოხელე საკუთარი შრომის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებელს გაზრდის და საქმიანობას განავითარებს, სტიმულირებისთვის პრემიას მიიღებს“, - განაცხადა წოწერიამ.
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/