"ეროვნული ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები" - შეხვედრა გამგეობაში

06/28/2017
Radio Atinati-ის მიერ

ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში მრგვალი მაგიდა „ ეროვნული ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები“ გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ, აღნიშნეს, რომ მთავრობის მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა კვლავ დასჯაზეა ორიენტირებულ , ხოლო მკურნალობა/რეაბილიტაცია და სხვადასხვა სერვისების ხელმისაწვდომობა ისევ გამოწვევად რჩება.

ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანლის ნინო ჯანაშიას თქმით, დღევანდელი შეხვერის მიზანი მანკიერი მიდგომების გამოვლენაა.

„დღევანდელი კანონმდებლობა ნარკომომხმარებელს აიგივებს ნარკორეალიზატორთან. ჩვენი მთავარი მესიჯი მდგომარეობს იმაში, რომ სწორად მოხდეს აღქმა ნარკო დამოკიდებული ადამიანის, როგორც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანის“, - თქვა ჯამაშიამ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე პარლამენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზეც იმსჯელეს , რომელიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. \"ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის\" აღმასრულებელი დირექტორის კახა კვაშილავას განმარტებით, ნარკომომხამრებელი არ უნდა განიხილებოდეს როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე და ის უნდა იყოს ჯანდაცვის სფეროს კომპეტენციაში მოქცეული.

„ბოლო პერიოდში იზრდება ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, რაც ქვეყანაში არსებული რეპრესიული კანონმდებლობით არის გამოწვეულია, შესაბამისადმ დროა სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ რეპრესიული მიდგომა შეცვალოს“, - განაცხადა კვაშილავამ.

შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებით, პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა ნარკოპლიტიკის ჰუმანიზაციაა. აღნიშნული შეხვედრა ასოციაცია „ქსენონის“ ორგანიზებით მოეწყო.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან