სამეგრელო-ზემო სვანეთი ტურისტულ ფესტივალზე ITB BERLIN წარსდგა
სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB BERLIN წელს პირველად იღებს მონაწილეობას. გამოფენა დღეს გაიხსნა და რეგიონის ტურისტული ობიექტები და არსებული პოტენციალი საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა.
„ესაა ახალი შესაძლებლობა რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, ჩვენი პავილიონი საკმაოდ დატვირთულია და დაინტერესება დიდია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონით. ჩვენ წარვადგინეთ რეგიონის შესახებ სხვადასხვა ბროშურა, ბუკლეტები, წიგნები, ვიდეოპროდუქცია“, - აღნიშნა გუბერნატორმა.
გამოფენაზე ცალკეა წარმოდგენლია Gem fest და ზუგდიდის გამგეობა. საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დამფუძვნებელმა გიორგი სიგუამ დაინტერესებულ ტურისტულ კომპანიებს ფესტივალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ლაინაფი გააცნო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე USAID -ის პროექტ „ზრდა საქართველოში“ დახმარებითა და მეღვინეობა „ხარებას“ სპონსორობით წარადგინეს.
ITB BERLIN საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, რომელშიც საერთაშორისო ტურ-ოპერატორები, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული უმსხვილესი კომპანიები და ქვეყნები მონაწილეობენ. გამოფენა წელს 8-დან 12 მარტის ჩათვლით გაიმართება. გამოფენის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ განსხვავებული მიმართულების ტურიზმს საერთაშორისო დონეზე.
რადიო "ათინათი"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ ფესტივალზე ITB...
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ ფესტივალზე წარდ...
Radio Atinati
ბიზნეს ფესტივალი ანაკლიობა დღეს გაიხსნა
Radio Atinati
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ანაკლიასა და განმუხურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამეგრელო-ზემო სვანეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი გაიმართა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
სამეგრელო-ზემო სვანეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი გაიმართა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
სამეგრელოს გუბერნატორი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებს შ...
Radio Atinati
#ეკონომეტრი, 9 მარტი, 2017
პირველი არხი Georgian Public Broadcaster