ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებში ყველაზე მეტი პრემია გაიცა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ გაწეულ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ხარჯთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წელს გამგეობებსა და მერიებს შორის პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში გაიცა. გამგეობაში პრემიის ოდენობამ 771 825 ლარი შეადგინა, საკრებულოში კი - 201 445 ლარი. ყველაზე ნაკლები ხარჯები ამ მხრივ მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებმა გაწიეს. კვლევაში საუბარია იმაზეც, რომ ხშირ შემთხვევებში პრემია კონკრეტული საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე გაიცემა. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით, აუცილებელია იმ დადგენილებებში, როლებიც პრემიის გაცემის წესს განსაზღვრავენ, მნიშვნელოვანი ხარვეზები გასწორდეს. ორგანიზაციის პოზიციით, პრემია დაკისრებული ფუნქციების სანიმუშოდ შესრულებისთვის უნდა გაიცეს. „დადგენილება უნდა იყოს იმდაგვარი, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირს პრემიის გაცემა უნდა შეეძლოს მხოლოდ მაშინ, თუკი ამას კონკრეტული საჯარო მოხელე იმსახურებს“, - აღნიშნა თოდუამ. გარდა შრომის ანაზღაურებისა, ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მიერ სატელეფონო კომუნიკაციებზე, მივლინებებსა და საწვავის შესაძენად გაწეულ ხარჯებზე. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
„პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - პროექტის პრეზენ...
Radio Atinati
კობახიძის კომენტარი
Radio Atinati
მარგველაშვილის კომენტარი
Radio Atinati
ეგნატე შამუგიას კომენტარი
Radio Atinati
ზუგდიდის თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი წინააღმდეგობ...
Radio Atinati
ზუგდიდის მერიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშ...
Radio Atinati
პროექტის "პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში" შესახებ მსჯე...
Radio Atinati
თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების შესახებ საჯარ...
Radio Atinati