ეგნატე შამუგიას კომენტარი
კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვაზე ზუგდიდში კითხვები თვითმმართველობის მოსალოდნელ რეფორმაზეც დაისვა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ეგნატე შამუგიამ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯომარესა და პარლამენტის წევრებს სთხოვა, თვითმმართველი ქალაქებისა და კონკრეტულად, ზუგდიდისთვის აღნიშნული სტატისის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით აზრი დაეფიქსირებინათ. მის კითხვას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, მაქსიმალური თვითმმართველობა და უფლებათა დელეგირება დემოკრატიული და მართვის თვალსაზრისით ეფექტური პროცესია. „მარტივია ლოგიკაა, რომ ზუგდიდელმა უკეთ იცის ადგილობრივი საკითხები. თბილისიდან ვერ დაინახავ ადგილობრივ პრობლემას. მაქსიმალური უფლებების მიცემა და რესურსების მიცემა არის სწორედ ეფექტური მმართველობის წინაპირობა. შეცდომებს არამხოლოდ თვითმმაერთველობებში, არამედ ცენტრიც უშვებენ და ეს არგუმენტად ვერ გამოდგება. თვითმმართველობის გაძლიერებით ხალხი უფრო გრძნობს კავშირს ხელისფლებასთან“, - განაცხადა პრეზიდენტმა. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, მისი თქმით, ამ საკითხის სიღრმისეული განხილვაა საჭირომას შემდეგ, რაც მთავრობა წინადადებას წარმოადგენს. ამასთან, მისივე თქმით, არცერთი გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს მიღებული მოსახლეობის ხარჯზე. „ის რესურსები, რომელიც ზუგდიდისთვისაა განკუთვნილი, უნდა დარჩეს ზუგდიდის მუნციპალიტეტში და ეს უნდა იყოს აუცილებელი წინაპირობა, რომელით მიიღება ასეთ საკითხებთან დაკავშირებით“, - განმარტა კობახიძემ. ეგნატე შამუგიამ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს დაუსვა კითხვა, თუ რატომ არ არსებობს კონსტიტუციაში ჩანაწერი მერისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მსგავსი პუნქტი თვითმმართველობის სისტემის დამოუკიდებლობას გაამყარებდა. კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ მსგავსი რამის ჩაწერა ლინგვისტურად ვერ მოხერხდებოდა, რაც შეეხება მერისა და გამგებლის პირდაპირ არჩევნებს, ეს არ შეიცვლება. „ეს იყო სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებელი, ლინგვისტურადაც შეუძლებელი, რადგან, შეიძლება იყოს აღმასრულებელი ორგანო და მისი ხელმძღვანელი, რომელიც პირდაპირი წესით ვერ აირჩევა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამ გზიდან არ გადავუხვევთ. მერებსა და გამგებლებს მოსახლეობა აირჩევს“, - განაცხადა კობახიძემ. დღეს ზუგდიდში საკონსტიტუციო პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, ასევე, ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ, საჯარო მოხელეები, სკოლის მასწავლებლები, დირექტორები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
კობახიძის კომენტარი
Radio Atinati
მარგველაშვილის კომენტარი
Radio Atinati
არასამთავრობოები და ოპოზიცია საკრებულოს დღევანდელ სხდომას უა...
Radio Atinati
ეგნატე შამუგია
zugdidelebi
რადიკალი და ნინო - ეგნატე შამუგია - 26.05.2020
Girchi TV • გირჩი ტივი
ფისკალური დეცენტრალიზაციის პრობლემები
Radio Atinati
სტუმრად გიორგი ლომინაძესთან - წინასაარჩევნო მდგომარეობის ან...
Girchi • გირჩი
დილის საუბრები | არმაზ ახვლედიანი, ეგნატე შამუგია
რადიო თავისუფლება