თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების შესახებ საჯარო განხილვა ზუგდიდში
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებაზე საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსახლეობისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, თვითმმართველობის წარმომადგენელთა, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გაგება და პრობლემის გამოსავლის მოძებნა იყო. განხილვას ექსპერტები - ირაკლი მელაშვილი და ლადო სანიკიძე უძღვებოდნენ. მათი თქმით, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებით პრიორიტეტებს სწორად ვერ დაგეგმავენ და მომსახურების ხარისხი შემცირდება. „პირველი პრობლემა, რასაც მუნიციპალიტეტების გაერთიანებით მივიღებთ, ეს იქნება პრიორიეტეტების დაგეგმვა. იმის განსაზღვრა, სოფლებში გააკეთონ საქმე თუ ქალაქში ან პირიქით. ვეჭვობ, ქალაქში წამოვა უფრო მეტი საქმე და თანხები, ხოლო სოფელი უყურადღებოდ დარჩება. ასევე შეუმცირდებათ დაფინანსება, ორივეს ჯამში უფრო ნაკლები ფული ექნება, ვიდრე ერთ გაერთიანებულს“, - განაცხადა მელაშვილმა. შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა თაზო ფაცაციამ აღნიშნა, რომ მათ მოცემული სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გაერთიანებას მხარი დაუჭირეს, თუმცა ეს ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის გაუქმებას არ ნიშნავს. ოპოზიციური პარტიიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები კი აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ზუგდიდს განვითარების შესაძლებლობა წაართვეს. შეხვედრა ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი პროექტის - “თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა” ფარგლებში და ინტერენეტგამოცემა TSpress.ge-სთან ერთად, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
TI - თვითმმართველი ქალაქების გაუქმება ქვეყნის ინტერესებს არ...
Radio Atinati
რატომ გეგმავს ხელისუფლება თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად/ 21 მაისი/ 20...
არასამთვრობოები 7 ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის შესაძლ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები ირაკლი კობახიძესა და გი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებაზე...
Georgian Media Club
პრეზიდენტი თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შეცვლას არ ე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწე...
Radio Atinati