ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ
დღეს ზუგდიდის მერიასთან ქალაქისთვის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მას შემდეგ, რაც მოთხოვნას ხელს ყველა მსურველი მოაწერს, ის საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს წარედგინება. საკრებულოს წევრის ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და ამით ქალაქს განვითარების შესაძლებლობა წაერთმევა. „დღეს ზუგდიდს სჭირდება კიდევ უფრო მეტი განვითარება, მეტი ბიუჯეტი, მეტი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. არ შეიძლება მას წაართვან ქალაქის სტატუსი. ნებისმიერი ზუგდიდელი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ამ პოზიციას იზიარებს“, - განაცხადა წითლიძემ. „თავი დაანებონ ბიუროკრატიულ ხარჯებს და ზუგდიდელებს შეგვინარჩუნონ ქალაქის სტატუსი“, - თქვა ერთ-ერთმა ხელმომწერმა ნოდარ გულორდავამ. თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის და „ენმ“-ის მიერ ერთობლივად დაიგეგმა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების შესახებ საჯარ...
Radio Atinati
აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მერიასთან გვირგვინი მიიტანეს
Radio Atinati
ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალა..
odishitv
არასამთავრობოები და ოპოზიცია საკრებულოს დღევანდელ სხდომას უა...
Radio Atinati
ზვიად სიჭინავა: ქალაქი რომ შანხაის ბაზარს დაემსგავსა, ეს არი...
Radio Atinati
უნდა აშენდეს თუ არა სასტუმრო სკეიტ პარკში - საჯარო განხილვა...
Radio Atinati
სტუმარი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გი...
Radio Atinati
ზუგდიდისთვის თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოს მოქმედი...
TV IMEDI