საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები ირაკლი კობახიძესა და გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ

29.03.2017 01:41

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება თვითმმართველობის რეფორმის და ქვეყნის განვითარებისთვის. "ეფექტიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა - 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“, სადაც რეფორმის მიმართულებები და ეტაპებია გაწერილი, ხოლო 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „თვითმმართველობის კოდექსი“. რეფორმის პირველ ეტაპზე მოხდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და მერების/გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა. სწორედ ეს ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასეს ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაც Freedom House-ის 2015 წლის მოხსენებაში საქართველოს რეიტინგის ზრდაზეც შესაბამისად აისახა (იხ. მოხსენება https://freedomhouse.org/report/natio.... აქედან გამომდინარე, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ მთავრობა თანმიმდევრულად განახორციელებდა მის მიერვე შემუშავებული თვითმმართველობის სტრატეგიით განსაზღვრულ საქმიანობებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასაც. მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმამ იმედი გააჩინა, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის დონეზე თვითმმართველობა ინსტიტუციურად კიდევ უფრო მეტად განმტკიცდებოდა. თუმცა, ნაცვლად ამისა, ბოლო დროს ვისმენთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ იგეგმება 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება, რაც, ერთმნიშვნელოვნად, რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევაა. თვითმმართველი ქალაქების განვითარება - ეს არის თანამედროვე სამყაროს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენცია. საქართველოსთვის თვითმმართველი ქალაქების ჩამოყალიბების ხელშეწყობა კი, არა მარტო სახელმწიფოს ურბანული, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, არამედ ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელია ქვეყნის მართვის ევროპულ მოდელზე გადასასვლელად. ამავდროულად, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება შეაფერხებს როგორც ქალაქის, ისე სოფლის განვითარებასაც.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები ირაკლი კობახიძესა და გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ
00:51

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები ირაკლი კობახიძესა და გი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსები აფასებენ
03:48

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსები აფას...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

CAC საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები წარმომადგენლებს ირჩევენ საბჭოში
03:03

CAC საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები წარმომადგენლებს ირ...

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
02:21

„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტთან ვასილ ჩიგოგიძესა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტთან ვასილ ჩიგოგიძესა და მედიაორგანიზაციების წარმომა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია პარლამენტთან
03:54

აქცია პარლამენტთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიტიკური განცხადებები და დაპირისპირება პარლამენტში
07:04

პოლიტიკური განცხადებები და დაპირისპირება პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - გიორგი კობერიძის ჩართვა
12:23

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - გიორგი კობერიძის ჩართვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო