პოლიტიკური განცხადებები და დაპირისპირება პარლამენტში
პირველ მოსმენას წინ არანაკლებ მწვავე პოლიტიკური განცხადებები უძღოდა. დარბაზში სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა, იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც. ერთმანეთს გიორგი ვაშაძე და მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ. ოპოზიცია ორივე კანონპროექტს კრიტიკული აზრის წინააღმდეგ მიმართულ და მესამე სექტორის გასაჩუმებლად მომზადებულ ინიციატივებად აცხადებს და დარწმუნებულია, რომ 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონის მსგავსად პროექტების სამიზნე არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციები ეტაპობრივად დევნის და ზეწოლის ობიექტები გახდებიან. ოპონენტები მმართველ გუნდს მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებას და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების კრიტიკულ შეფასებებსაც ახსენებენ და ინიცირებული პროექტების მიღებასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარს შორის ტოლობის ნიშანს სვამენ. თავის მხრივ პროექტების ავტორი „ხალხის ძალა“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ოპოზიციას პროპაგანდისტულ ისტერიაში ადანაშაულებს და არწმუნებს, რომ ინიციატივები არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების მხოლოდ უცხოური დაფინანსების გასაჯაროების ვალდებულებას გულისხმობს და არა რაიმე სახის შეზღუდვას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პოლიტიკური განცხადებები და დაპირისპირება პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეხლა გინდა იყვირეთ, გინდა იწივლეთ და გინდა იკივლეთ - ხმაური...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ყ...ზე მკიდია თქვენი მოსაზრება, რა ჯილაგისა ხართ? - მწვავე დ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
#მოამბე 21 საათზე, 19 აპრილი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება და პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში
TV IMEDI
პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მწვავე პოლიტიკური განცხადებები, დაპირისპრება და ხმაური სესია...
Tv Kavkasia
პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster