რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსები აფასებენ
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციაზე უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ძალების გარდა, სტუდენტები, მედიაორგანიზაციები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ადგილზე შეკრებილები პარლამენტისგან „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტების უკან გაწვევას მოითხოვდნენ, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების დაფინანსების გასაჯაროების ვალდებულებას და მათ უცხოური გავლენის რეესტრში დარეგისტრირებას გულისხმობს. მოთხოვნებს შორის იყო ფართომასშტაბიანი პროტესტის პირველ დღეს დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებაც. ოპოზიცია პროტესტის უწყვეტად გაგრძელებას გეგმავს. დღეს 11 საათზე იგეგმება ოპოზიციური პარტიების და სტუდენტების ბრიფინგი, რომელიც საერთო სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის დაწყებას შეეხება. სამოქალაქო სექტორის გაჩუმების მცდელობა, ევროპული კურსიდან გადახვევა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსის საბოლოოდ დაკარგვა – ასე ფასდება აქციის მონაწილეების მხრიდან „ხალხის ძალის“ ორივე ინიციატივა, რომელთაგან ერთი კანონპროექტი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით და მწვავე პროტესტის ფონზე მიიღო. რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსები აფასებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპროტესტო აქცია რუსთაველზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
20-21 ივნისი - პოლიტიკოსების შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის მერიის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქმეში ყველა სახელი და გვარი ერთ ქვაბშია, ვისი განეიტრალება...
Tv Kavkasia
პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურ...
PalitraNews
ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტთან აქციას ეხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ეროვნული ფრონტის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster