საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია
მწვავე პროტესტის და საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი მაინც იქნება მიღებული - ასეთია პრემიერის პოზიცია. მმართველი გუნდის გეგმით, ორ კვირაში ინიციატივას მესამე მოსმენით განიხილავენ და დაამტკიცებენ, ერთ თვეში კი პრეზიდენტისგან მოსალოდნელ ვეტოს დაძლევენ. მთავრობის მეთაურის მთავარი არგუმენტია, რომ კანონპროექტი ქვეყანას რადიკალიზაციისგან დააზღვევს. რაც შეეხება პროტესტს, ირაკლი კობახიძე დღეს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისგან ძალადობრივ ქმედებებს ელოდება. მთავრობის ხელმძღვანელი გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკისრებს. პრემიერის შეფასებით, ეს იყო მიტინგის ევროპული სტანდარტებით დაშლა, თუმცა არ უარყოფს, რომ სამართალდამცავების მხრიდან ცალკეულ გადაცდომებს ჰქონდა ადგილი. პრემიერ-მინისტრის პოზიციაა, რომ პარლამენტის შენობის პიკეტირების მცდელობის და პოლიციელებზე თავდასხმების შემდეგ საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რასაც პროპორციული ძალის გამოყენება მოჰყვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბახტაძის "შესრულებული მისია"
ამერიკის ხმა
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა პედაგოგებთან
Giorgi Kvirikashvili
ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი გახარიასა და ზურაბ პოლოლოკაშვილის ვიდეო კონფერენცია გ...
newsplus საინფორმაციო პორტალი
პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დილისმოამბე/ 19 იანვარი, 2017
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ჩიქოვანის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 22 ივნისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster