ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთი უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან უკრაინაში შეჭრასა და მის ოკუპაციას განიხილავს. უწყების ცნობით, პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი, ევგენი მურაევი განიხილება. ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ ზოგიერთ ყოფილ უკრაინელ მაღალჩინოსანს კონტაქტი აქვს რუსეთის დაზვერვის ოფიცრებთან, რომლებიც ამჟამად უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში არიან ჩართულნი. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, ნათელს ჰფენს რუსეთის მოქმედების მასშტაბებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის დასამხობად და წარმოდგენას ქმნის კრემლის ზრახვებზე. ლიზ ტრასის თქმით, რუსეთმა უნდა მოახდინოს დეესკალაცია, შეწყვიტოს აგრესიისა და დეზინფორმაციის კამპანია და გაჰყვეს დიპლომატიის გზას. მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა და მისმა პარტნიორებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში იქნება უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა მძიმე საფასურით. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს და გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული განცხადებების გავრცელება. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ გავრცელებული განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნატო-ს ქვეყნები ანგლოსაქსების მეთაურობით, უკრაინის ირგვლივ დაძაბულობას აღრმავებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინა რუსული ინტერვენციის ზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდი ბრიტანეთის მიერ სავიზო რეჟიმის გამკაცრება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამძიმრის წერილები ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - მე-40 დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები არჩევნებში სალომე ზურაბი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თინათინ ხიდაშელი რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევასა დ...
რადიო თავისუფლება
საქართველო „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მმართველ საბჭოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster