დიდი ბრიტანეთის მიერ სავიზო რეჟიმის გამკაცრება
გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს არამარტო საქართველოსთვის, არამედ 100-ზე მეტ ქვეყნისთვის. განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ გააძლიერა საზღვრების კონტროლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება. აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას. აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო, გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს ასევე მოლდოვასთან, უკრაინასთან, თურქეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ჩინეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და მონტენეგროსთან“, - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვაშინგტონი დღეს, 13 იანვარი, 2019
ამერიკის ხმა
ბრიტანული ინდუსტრიები ბრექსიტის მოლოდინში
ამერიკის ხმა
რა ეტაპზეა დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პროცე...
ამერიკის ხმა
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირმა სომხეთისა და ბრიტანეთის კოვიდპასპორტები აღიარა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უთანხმოება საფრანგეთსა და აშშ-ს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster