უთანხმოება საფრანგეთსა და აშშ-ს შორის

18.09.2021 03:53

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები უპრეცედენტოდ იძაბება - ისტორიაში პირველად საფრანგეთის ელჩი ვაშინგტონს ტოვებს. პარიზმა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი გაიწვია ავსტრალიიდანაც. საფრანგეთის მთავრობის პროტესტი აშშ-ს, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გაფორმებულ უსაფრთხოების პაქტს უკავშირდება. როგორც საერთაშორისო მიმომხილველები ამბობენ, სამი ქვეყნის შეთანხმება, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავების გარდა, ჩინეთის შეკავებას ისახავს მიზნად. ამ ამოცანის შესასრულებლად აშშ ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიას გადასცემს. შედეგად კი კანბერამ პარიზთან გაფორმებული 37 მილიარდ ევროდ შეფასებული კონტრაქტი გაწყვიტა. ამ ნაბიჯს პარიზში „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის შეთანხმება სიურპრიზი აღმოჩნდა ევროკავშირისთვისაც, რომელიც უკვე განიხილავს საკუთარი, ავტონომიური სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ვითარება ისრაელში - საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება
03:16

ვითარება ისრაელში - საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საფრანგეთის ელჩის განცხადება
00:34

საფრანგეთის ელჩის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ავსტრალია-დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობის პაქტი
05:07

აშშ-ავსტრალია-დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობის პაქტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 28 მარტი, 2024 #LIVE
01:01:42

#მოამბე 21 საათზე, 28 მარტი, 2024 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სპეცოპერაცია „კანონიერი ქურდი“ ევროპაში / უკრაინა სააკაშვილს აფრთხილებს #LIVE
01:04:50

სპეცოპერაცია „კანონიერი ქურდი“ ევროპაში / უკრაინა სააკაშვილს...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის თევზჭერის საკითხზე უთანხმოება გრძელდება
01:42

საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის თევზჭერის საკითხზე უთანხმ...

Euronews Georgia

ლონდონმა დამატებით 83 ფრანგულ თევზსაჭერ გემს მისცა ლიცენზია
01:12

ლონდონმა დამატებით 83 ფრანგულ თევზსაჭერ გემს მისცა ლიცენზია

Euronews Georgia

მუსლიმური ქვეყნები საფრანგეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ
04:41

მუსლიმური ქვეყნები საფრანგეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო