საფრანგეთის ელჩის განცხადება

16.03.2021 00:34

„შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია, წინ, საქართველო“ -  ასე ეხმაურება საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, კრისტიან დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებს.

ელჩის „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ : „მადლობა დანიელსონს, ევროკავშირსა და აშშ-ს მთელი სამუშაოსთვის. წინ, საქართველო. ყველა მხარეს აქვს შანსი, აჩვენოს, რომ მოლაპარაკებები, პასუხისმგებლობის გრძნობა და გამბედაობა შეიძლება დაეხმაროს ძლიერი უთანხმოების მოგვარებას და დემოკრატიის კონსოლიდაციას. დღევანდელი მსოფლიოსთვის ეს დიდი გაკვეთილი იქნება“, – წერს დიეგო კოლასი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania