საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს. თეა კატუკიამ თანამდებობიდან გაწვევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა. დიპლომატი აცხადებს, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას ზეწოლის გამო ტოვებს. თეა კატუკია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გადადგომის თაობაზე მის გადაწყვეტილებას უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან მასზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა. - დიპლომატის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება. „გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა. მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას“. - ნათქვამია უწყების განცხადებაში. თეა კატუკია საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკო-ში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წელს დაინიშნა. საკითხს საპარლამენტო უმრავლესობაშიც ეხმაურებიან. დეპუტატების განცხადებით, საფრანგეთში საქართველოს ელჩი სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით დაინიშნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
"ყველა გვეუბნებოდა, წითელი ხაზები არ გადაგვეკვეთა" - ინტერვი...
რადიო თავისუფლება
დასავლეთის არაობიექტური პოლიტიკა საქართველოს რუსეთისკენ უბიძ...
Leguna Kheveli
სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფია
Salome Zourabichvili
ქრონიკის კითხვებს საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკ...
ruso vardzia
სამი კითხვა საქართველოს შესახებ. ეკა სირაძე-დელონე, საქართვე...
Heinrich Boell Foundation South Caucasus
Intervention du traducteur B. Chabradzé au Zoom Renaissance...
B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე
საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი, საფრა...
Formula News
არგუმენტების დრო - "აღმოსავლეთის პარტნიორობის" არაფორმალური...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster