დასავლეთის არაობიექტური პოლიტიკა საქართველოს რუსეთისკენ უბიძგებს 17 07 2021

17.07.2021 24:15

ბოლო პერიოდში საქართველოში ელჩის და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამეენტის განცხადებებმა ქვეყნისთვის სახიფათო ხასიათი მიიღო! როგორც ჩანს საქართველოს მიმართ დამოკიდებულება სუბიექტური განწყობებით განისაზვრება. სახ.დეპარტამენტის პრესმდივანი ნედ პრაისი კარგ ანალიტიკოსად ითვლება მაგრამ ამ თანამდებობაზე ღია ჰომოსექსუალური ორიენტაციის გამო დაინიშნა და მასვე დაევალა მსოფლიოში ლგბტ- საზოგადოების დაცვა ,იხილეთ ბმული- ( Ned Price - Wikipedia His appointment as the first openly gay person in this the post may serve as an important signal of support to LGBTQ) საქართველოში აშშ ელჩი კელი დეგნანი, ცნობილია როგორც ლგბტ პრაიდების აქტიური მხარდამჭერი, რასაც წარმატებით აკეთებდა იტალიაში მუშაობისას, იხილეთ ბმული (   • L'Ambasciata al Roma Pride 2016   ). გამოდის რომ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციას, საერთაშორისო ლგბტ საზოგადოების აქტივისტები პირადი განცდების საფუძველზე განსაზღვრავენ. მათი გაუთვლელი განცხადებების და სანქციებით უსაფუძვლოდ მუქარის გამო კოლექტიურ დასავლეთს ქართული საზოგადოება, ლგბტ ცხოვრების წესის იძულებით თავსმოხვევასთან აიგივებს. ამით მოსახლეობა - რუსეთის იდეური მხარდამჭერი ხდება, რადგან დასავლეთის პოზიციამ ქართულ იდენტურობასთან, ეკლესიასთან და საუკუნოვან ტრადიციებთან ბრძოლის ხასიათი მიიღო! განცხადებებში მეორდება : „ხელისუფლებამ არ გამოიყენა შესაბამისი ძალები 5 ივლისის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად“. მთავრობამ გააფრთხილა ლგბტ საზოგადობა, რომ აღლუმის მოწყობა დაძაბავდა ვითარებას. ამის მიუხედავად რადიკალებმა პროვოცირება გააკეთე და სხვა და სხვა ლოკაციებში იძალადეს ჟურნალისტებზე. არასაკმარისი ძალის გამოყენებაზე პრეტენზია უსაფუძვლოა. ეს ესე ადვილი რომ იყოს თვით ევროპაში და ამერიკაშიც, არ მოხდებოდა ძალადობა და ტერორი რაც, ყოველდღიურად ხდება. გემახსოვრებათ „Charlie Hebdo“ საფრანგეთის ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ჟურნალისტები სიკვდილიგან! „ დაისჯონ მოძალადეები“- შსს-მ დაკავა ძალადობაში მხილებული მოძალადეები. მათ მიმართ სასჯელი კანონით უნდა განისაზღვრო და არა იმ განწყობებით რასაც ზოგიერთი ჟურნალისტი ითხოვს. სამართლებრივ სტანდარტებზე მაღლა თავიანთ განწყობებს აყენებენ და კუთვნილი ტელევიზიების გამოყენებით ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ ძალადობაში ეჭვმიტანილნი რომც დახოცონ მაინც არ დაკმაყოფილდებიან. პატივცემულმა კოლეგებმა იქნებ, გვითხრან „Black Lives Matter“-ის რომელი მოძალადე დასაჯეს, ადამიანებზე ძალადობისთვის? - - „ზედმიწევნით გამოიძიონ ლექსო ლაშქარავას გადრდაცველების გარემოებები“- გაირკვა , რომ ლაშქარავას გარდაცვალებას პირდაპირი კავშირი არ აქვს 5 ივნისის აქციასთან. დადგინდა , რომ ნაცემი ოპერატორი ჯანმრთელი გამოწერეს საავადმყოფოდან. ცხონებულის ნარკოტიკებით ზედოზირება სიკვდილის მიზეზად დაასახელეს ექსპერტებმა. შსს-მ უკვე დააკავა ფონიჭალის ნარკო-დილერები და იმედია მალე ყველაფერი გაირკვევა. მედია არ გაუფრთხილდნენ კოლეგას არც დედამისს, მოახდინეს პროცესის პოლიტიზირება, რის გამოც ხელისუფლება იძულებული შეიქმნა გაესაჯაროებინა ნარკოტიკების მოხმარების კადრები. დასავლეთის ანალიტიკოსები , იმის მაგივრად რომ დაელოდონ გამოძიებას , განცხადებებს აცხობენ და ხელს უწყობენ საპროტესტო აქციებს და პარლამენტში შევარდნებს. - „საქართველომ არ დააპაუზა მოსამართლეების დანიშვნის საკითხი“ - მე არანაირი ნდობა არ მაქვს სააკაშვილის რეჟიმის მიერ დანიშნული მოსამართლეების, მაგრამ ამის გამო ქვეყანაში მართლმსაჯულების ინსტიტუცია ხომ არ უნდა მოიშალოს. შარ მიშელის დოკუმენტში რაც წერია შესრულდა, მიღებულ იქნა კანონი მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის წესის შესახებ, გარანტირებულია ოპოზიციის აქტიური ჩართულობა ამ პროცესში, კანონი მოიწონა ვენეციის კომისიამ ,მაგრამ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მაინც უკმაყოფილობას გამოთქვამენ. - ქვეყანა ცდილობს მიაღწიოს დემოკრატიის მაღალ ხარისხს, მაგრამ გაუგებარია რატომ ითხოვენ საქართველოსგან დემოკრატიის ისეთ მაღალ სტანდარტებს , რომელსაც თვითონ დასავლეთი ვერ იცავს. რუსული ნარატივის გავრცელების შესაჩერებლად საქართველომ გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს: - საქართველოს მთავრობამ, სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდების გაუმჯობესებული სიტემა შესთავაზოს აშშ-ს შესაბამის სტრუქტურებს. - საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა მომართოს ამერიკის სპეც სამსახურებს რუსეთზე შესძლო მომუშავე ჩინოვნიკების გამოვლენის მიზნით. ასევე ეთხოვოთ გაირკვეს რა მიზნებისთვის ფინანსირდება საქართველოში მოქმედი ორგანიზაციები და მედია, ხომ არ არის დასავლეთის დაფინანსება მიმართული ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და უნებლიედ რუსეთის გავლენის გასაძლიერებლად! - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ურთიერთობის წესი უნდა შესთავაზოს აშშ-ს ელჩს , რომელიც სრულფასოვანი და ობიექტური ანალიზის გაკეთებაში დაეხმარება და მინიმუმამდე დაიყვანს სუბიექტურ გამოვლინებებს! - ამერიკაში საქართველოს საელჩო მუშაობა უნდა გააქტიუროს. ვინც კი საქართველოზე მუშაობს სტრუქტურებში, ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და მუდმივ კავშირზე იყვნენ მათთან! - მთავრობაში შეიქმნას ლგბტ - საზოგადოების უფლებების მონიტორინგის სამსახური. . კარგი იქნება სამსახურის უფროსად შეირჩეს სახელმწიფოდ მოაზროვნე ლგბტ საზოგადოების აქტიური წევრ. - საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავჯდომარემ, პრეზიდენტმა შეიმუშაონ ერთიანი პოზიცია დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართებაში არაობიექტურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და ამის გამო რუსეთის გააქტიურების საფრთხეზე.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადება
00:59

ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დასავლეთის აგენტურა ენჯეო სექტორი ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ პანიკაშია

დასავლეთის აგენტურა ენჯეო სექტორი ღარიბაშვილის განცხადებების...

ტელეკომპანია სეზონი ⁌ Sezoni-TV

დასავლეთის გზავნილები და პოლიტიკური შეფასებები / გართულებული ეპიდვითარება #დღისთემა #LIVE

დასავლეთის გზავნილები და პოლიტიკური შეფასებები / გართულებული...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დასავლეთის გზავნილები - „დღის თემის“ შეკითხვებს ანა ნაცვლიშვილმა უპასუხა

დასავლეთის გზავნილები - „დღის თემის“ შეკითხვებს ანა ნაცვლიშვ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დასავლეთის გზავნილები - „დღის თემის“ შეკითხვებს ირაკლი ქადაგიშვილმა უპასუხა

დასავლეთის გზავნილები - „დღის თემის“ შეკითხვებს ირაკლი ქადაგ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

\"დასავლეთის ოჯახში ჩვენი ყოფნა აუცილებელია, სხვა შემთხვევაში ვიქნებით პატარა გუბერნია\"

"დასავლეთის ოჯახში ჩვენი ყოფნა აუცილებელია, სხვა შემთხვევაში...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

42°პარალელი - დასავლეთის ისტორიული გამოცდილება: თანამედროვე ჩინეთის გზამკვლევი
08:28

42°პარალელი - დასავლეთის ისტორიული გამოცდილება: თანამედროვე...

პირველი არხი - 42-ე პარალელი

დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებით მიმდინარე 10 უმსხვილესი პროექტი საქართველოში
05:20

დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებით მიმდინარე 10 უმსხვილესი პრ...

Business Media Georgia

ყველა ვიდეო