სპეცოპერაცია „კანონიერი ქურდი“ ევროპაში / უკრაინა სააკაშვილს აფრთხილებს #LIVE
• პირველი რეაგირება ოპოზიციური ერთობის რიგებიდან - ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წინადადებას ,,რესპუბლიკური პარტია” ეხმიანება, რომელიც ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში პარლამენტში ერთჯერადად შესვლას და კენჭისყრაში მონაწილეობას გეგმავს; ხათუნა სამნიძის განცხადება ოპოზიციაში შესაძლოა, ახალი უთანხმოების მიზეზი გახდეს; • უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებს - პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური პოზიციაა, უკრაინის მოქალაქე საჯარო მოხელეებმა საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან თავი შეიკავონ; სააკაშვილის არაკორექტული განცხადებების ადრესატი ამჯერად, მეგობარი სახელმწიფოს ელჩია, რომელიც უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში სააკაშვილის უარყოფით როლზე საუბრობს; მმართველი გუნდი ექსპრეზიდენტის განცხადებებს უკრაინელ დიპლომატზე თავდასხმად აფასებს, სააკაშვილის პარტია და პოლიტ-პარტნიორები კი სტრატეგიული პარტნიორის ელჩის კრიტიკაში პრობლემას ვერ ხედავენ; • აშშ-ის სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტზე უკვე მეორედ მსჯელობს - ყოფილ პრეზიდენტს მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის გამო ასამართლებენ; ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება; დაცვის მხარე პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ იმპიჩმენტის პროცედურას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ არჩევნების არაღიარებისკენ მოწოდებები აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებითაა დაცული; დონალდ ტრამპი ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა; • ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ევროპის ქალაქებში და დაკავებული საქართველოს 50-მდე მოქალაქე - დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალი ქურდობასა და ყაჩაღობაში ედებათ; ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში საფრანგეთისა და იტალიის სამართალდამცავ უწყებებთან ერთად ქართველი ატაშეები და ინტერპოლიც მონაწილეობდა; დაკავებულ ქართველებს იტალიის კანონმდებლობის მიხედვით 7 წლამდე, ფრანგული კანონმდებლობით კი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საფრანგეთში სპეცოპერაციისას ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და სიღნაღში კრიმინალური...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაცია და „ქურ...
TV IMEDI
დაკავება ე.წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით
Formula News
სპეცოპერაცია თბილისში - შსს მ ე წ ქურდულ შეკრებაში მონაწილე...
TV IMEDI
დაკავება „ქურდული სამყაროს წევრობის” ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორ დაესხნენ თავს ავტოსადგომზე ქართველ ე წ „კრიმინალურ ავტ...
Prime Time
აღკვეთის ღონისძიება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster