ვითარება ისრაელში - საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება
ისრაელისკენაა მიპყრობილი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. ქვეყნის პრემიერს ინტენსიური კონტაქტი აქვს ამერიკის პრეზიდენტთან, როგორც მედია ამბობს, შეერთებული შტატები ისრაელს თავდაცვისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობას ჰპირდება.დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ლიდერებმა კი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ცალსახად დაგმეს „ჰამასი“. განცხადება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ ანკარა მზადაა შუამავლის როლი შეასრულოს. „ჰამასს“ თავდასხმების შეწყვეტისკენ და მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა. ევროკავშირის ყველა ქვეყანა არ არის თანახმა, პალესტინელების დახმარება შეჩერდეს. როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ევროკომისია არ შეაჩერებს მიმდინარე დაფინანსებას, რადგან ეს დააზიანებს ევროკავშირის ინტერესებს რეგიონში და უფრო მეტად გაათამამებს ტერორისტებს. ეს განმარტება ბორელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მას შემდეგ გაავრცელა, რაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი 691 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას დროებით აჩერებს. როგორც გავლენიანი გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ევროკომისიაში პალესტინის დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით, უთანხმოება არსებობს. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ღაზის სექტორში 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ისინიც არიან „ჰამასის“ მძევლები“. პალესტინელებისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების წინააღმდეგ გამოვიდა ესპანეთი და ირლანდიაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 10 ოქტომბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ისრაელში - ისრაელის ელჩის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ისრაელში - საჰაერო განგაში დღეს ისევ გამოცხადდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster