საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავენ
საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას ეხმაურებიან. სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აზერბაიჯანსა და საქართველოს მეგობრობისა და კარგი მეზობლობის ტრადიციული ურთიერთობა აკავშირებთ. მჯერა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ურთიერთნდობისა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და მომავალ წლებში წარმატებით გავაგრძელებთ ყველა სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“, - ნათქვამია ალიევის განცხადებაში. ახლადარჩეულ პრეზიდენტს მილოცვას უგზავნის ბელარუსის პრეზიდენტი. ალექსანდრ ლუკაშენკომ სალომე ზურაბიშვილს ყველა ჩანაფიქრისა და წამოწყების განხორციელება უსურვა. სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიც. ნიკოლ ფაშინიანი წერს, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა. მილოცვას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი, რომელიც მიესალმება ზურაბიშვილის განზრახვას, გააერთიანოს საზოგადოება და დაიცვას დემოკრატიული სტანდარტები. განცხადებებს ასევე ავრცელებენ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს პარტნიორი სახელმწიფოები ეხმა...
Maestro Television
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სპორტის კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო: მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების ე...
სამოქალაქო საზოგადოება XXI
სოლიდარული ევროპა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანო...
რადიო თავისუფლება
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster