გაერო: მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების ე.წ. ,,დამოუკიდებლობის აღიარება“ 16.08.22
16 აგვისტოს, გაეროში გაიმართა უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა, სადაც ერთ ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა 2008 წლის აგვისტოს ომი და რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღდეგ. სხდომის დასრულების შემდგომ, ამერიკის, საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, ალბანეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს: „საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესია 2008 წელს, იყო საწყისი აგრესიული ტენდენციისა რუსეთის პოლიტიკაში, მის მეზობელ ქვეყნებთან და ევროპის უსაფრთხოებასთან მიმართებაში. სწორედ ეს არის ის, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. ეს არის გზა, რომელიც რუსეთმა განაგრძო. ჩვენ მტკიცედ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენტიტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევებს. ვგმობთ რუსეთის უკანონო შეჭრას საქართველოში და სამხედრო მობილიზებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე, იქნება ეს აფხაზეთი თუ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, რომლებიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ვგმობთ რუსების მცდელობას, რომელიც ამ რეგიონების ანექსიისკენ არის მიმართული“, ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია: ,,...ადამიანის უფლებების დარღვევაზე სრულად პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ამერიკა და პარტნიორი სახელმწიფოები გაეროში მოუწოდებენ კრემლს გამოიძიოს და დასაჯოს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც უკრაინაში არაპროვოცირებული, გაუმართლებელი რუსული ომის პარალელურად მიმდინარეობს. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, მართავს სამხედრო წვრთნებს, მიმდინარეობს ეთნიკური წმენდა გალსა და ახალგორში. ადგილობრივებს არ ეძლევათ საშუალება ისწავლონ მშობლიურ ენაზე. ხდება ადამიანების გატაცება და ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით მათი დაკავება. ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები. ამ დრომდე დასჯილი არ არიან დამნაშავეები". ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ეფექტურად აკონტროლებს საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს და სწორედ ამიტომ ის არის პასუხისმგებელი არსებულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე..." „დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ჩვენ ვიმეორებთ 14 წლის წინანდელ მოწოდებას და მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“, ,,ამერიკის ხმის" ინფორმაცია / 16 აგვისტო, 2022 / https://www.amerikiskhma.com/a/un-sec...
სამოქალაქო საზოგადოება XXI-ის სხვა ვიდეოები
,,ოპერაცია გავრილოვის" შესახებ: ნიკა ლალიაშვილი
ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთ...
09:36
ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთ...
07:25
უნდა მოხდეს ზნეობრივი ნიურბერგი - არ შეიძლება 9 წლ...
01:00
დავით მარდიანის მიმართვა მსოფლიოს / 07 03 2015
07:00
გიორგი გახარიას გამოსვლა საპროტესო აქციაზე 14 05 2...
31:48
ხედვა ამერიკიდან: ინტერვიუ პოლ ჯოიალთან, NSI- ის მ...
41:58
პოლიტიკის დრო: ინტერვიუ ბესლან კობახიასთან / 13. 1...
მსგავსი ვიდეოები
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-მ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო რუსეთს დნესტრისპირეთიდან ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანისკე...
info news
გაერო-ს რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ იმსჯელებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster