საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო
⭕ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. ამის შესახებ მან რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ მიიღო რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად, არის „რუსული კანონი“. 💬 „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს. ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, გაუმჯობესებას. ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო - ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ⭕ „აგენტების კანონი“, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტს უბრუნდება განსახილველად. ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი - 83 ხმა აქვს. ⭕ „აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მარტს 84 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „კანონპროექტი უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. -- 🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 https://www.radiotavisupleba.ge გამოგვყევი 👇🏻 Youtube-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/5ek3z4e3 Facebook-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/yc84b2x3 Instagram-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/2cb8w3wp TikTok-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/3skhv3ws Threads-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/bddphfyp
რადიო თავისუფლება-ის სხვა ვიდეოები
რა იციან რუსეთში ბუჩაზე და რას უყვება რუსული მედია...
„ყველაფერი ერთი შეცდომით იწყება“
საზღვაო სეზონი "ოკუპირებულ" ბათუმში
ცოლ-ქმარი, რომელიც წიგნებს წერს
"ეს საქმეები არის ხუხულასავით აგებული"
რა შენდება და რა ინგრევა მთაწმინდაზე
მოსკოვის მითები ნატოზე - პერსპექტივა
მითი #2: ჩინეთიდან ამანათების მიღება არ არის უსაფრ...
მსგავსი ვიდეოები
ექსპერტები შიშობენ, რომ ე.წ "უცხოეთის აგენტების" კანონი არჩე...
ამერიკის ხმა
განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოთხი ქვეყნის მინისტ...
რადიო თავისუფლება
"აურზაური ენჯეოეთში"ანუ ვისი ჯაშუშობაამომგებიანი საქართველოს...
PK TV2
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ოფ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტმა საახალწლოდ სამი ქალი მსჯავრდებული შეიწყალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის გუნდის ახალი წევრები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტმა მსჯავრდებულები შეიწყალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster