6
გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს არამარტო საქართველოსთვის, არამედ 100-ზე მეტ ქვეყნისთვის. განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ გააძლიერა საზღვრების კონტროლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება. აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას. აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო, გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს ასევე მოლდოვასთან, უკრაინასთან, თურქეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ჩინეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და მონტენეგროსთან“, - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
axali ulamazesi simgera 2021!! Gogita Godziashvili - გოგიტა...
GeorgianMelodyქართულიმელოდია
ბაჩო ახალაიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქართული ბრენდ...
Music Box
გიორგი გახარიამ ქუთაისში პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი გახს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოფიციალური ვიზიტი
Euronews Georgia
Bazaar in Batumi- Georgia 2017-ბაზარი ბათუმში
narges kharghani
ხანძარი ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Dato \u0026 Ana wedding day
ჯონი ელაშვილი joni elashvili