უკრაინა რუსული ინტერვენციის ზღვარზე

23.01.2022 01:14

ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა ადასტურებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი უკრაინაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან განიხილავს უკრაინაში შეჭრას და მის ოკუპაციას. „სიენენის“ წყაროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ანალოგიური მონაცემები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვასაც. ​„დიახ, ჩვენ ვნახეთ დაზვერვის მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთი ცდილობს, შეამციროს ხარჯები ხანგრძლივი ომისთვის, მაგალითად იმით, რომ შექმნას მეგობრული მთავრობა უკრაინაში და გამოიყენოს ჯაშუშური სააგენტოები“, – აცხადებს „სიენენის“ წყარო. მანამდე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კრემლი უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან უკრაინაში შეჭრას და მის ოკუპაციას განიხილავს. უწყების ცნობით, პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი განიხილება. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებას განცხადებით უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ნატო-ს ქვეყნები ანგლოსაქსების მეთაურობით, უკრაინის ირგვლივ დაძაბულობას აღრმავებენ.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

უკრაინა რუსული ინტერვენციის ზღვარზე
04:52

უკრაინა რუსული ინტერვენციის ზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინა რუსული ინტერვენციის ზღვარზე - „მოამბე“ კიევიდან
07:56

უკრაინა რუსული ინტერვენციის ზღვარზე - „მოამბე“ კიევიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინა რუსული ინტერვენციის საფრთხის ზღვარზე
06:25

უკრაინა რუსული ინტერვენციის საფრთხის ზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინაში რუსული ძალების იერიში გრძელდება
00:54

უკრაინაში რუსული ძალების იერიში გრძელდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება
01:34

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები
02:54

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე ეტაპი
04:13

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე ეტაპი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების საფრთხე უკრაინაში
03:24

ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების საფრთხე უკრაინაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო