ყველა დროს

16.07.2018 00:58

ყველა დროს ლეღვი დამწიფდა. ჩვენ გვყოფნიდა ულუფა ჩიტის. და ბედი-ბუდე მოარულ ჭერს-ფოთოლს მივანდეთ. მთვარის პეშვიდან თაფლის თვეებს ვცვლიდით და ვცლიდით. ირგვლივ ვარსკვლავებს მოეხლართათ ბრინჯაოს ბადე. მერე გათენდა. მზემ ცის ბადე დასერა. ვიტყვი: ნაღვლიან თვეებს. წიწვის თვეებს საკმეველს ვუკმევ. გაფრინდა. ისე შორეულად. ულუფა ჩიტის უკვე დამწიფდა. უკვე მწიფს და მწიფეა უკვე. (კრებულიდან ,,მეტალის 🦋". 2007) ჩემი გვერდი:   / darejan.sumbadze

გაზიარება: