ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები და გარდაცვლილთა მაღალი სტატისტიკა ❗ოცნების წარუმატებელი პოლიტიკა
ქვეყანაში ეპიდაფეთქების პიკია. ყოველდღიური ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის შედეგად გადატვირთულია, სამედიცინო დაწესებულებები. კოვიდინფცირებულ პაციენტებს კლინიკის დერეფანში მკურნალობენ. პრობლემაა პირველადი ჯანდაცვის სისტემაშიც. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ახლა მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება. რა შეფასებები აქვთ არსებული ვითარების ფონზე ექიმებს და რა რეკომნედაციებს გასცემენ ისინი. ეს კადრები ბათუმის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაღებული. ფოტოებიდან ირკვევა, რომ კოვიდპაციენტებს, პალატების ნაცვლად, დერეფანში მკურნალობენ. ანუ გამოდის, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია და ინფიცირებულთათვის საჭირო საწოლფონდის მარაგიც თითქმის ამოწურულია. მიუხედავად არსებული რეალობისა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვიმტკიცებენ, რომ რეგონში, საწოლების დეფიციტი არ არის. ნონა ეფაძის განმარტებით, სამინისტრო ეპიდსიტუაციის სამართავად ძალებს არ იშურებს. იგი შექმნილ მძიმე მდგომარეობას, მოქალაქეების მხრიდან რეგულაციების უგულებელყოფას უკავშირებს. ნონა ეფაძის პოზიციას იზიარებს სოფიო ბერიძეც. ექიმი-თერაპევტის განმარტებით, თუ კი მოქალაქეები პასუხისმგებლობას არ გაიაზრებენ და რეგულაციებს სათანადოდ არ დაიცავენ, ჯანდაცვის სექტორი უძლური იქნება. მედიკოსის შეფასებით, ახლა ეპიდაფეთქების პიკში ვართ და დრამატული სცენარია მოსალოდნელი. მისივე პროგნოზით, შესაძლოა დღის განმავლობაში გარდაცვლილთა სამნიშნა რიცხვები მივიღოთ. სპეციალისტი ადგილობრივებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ჯანდაცვის სისტემა რომ კოლაფსისკენ მიდის, ამაზე გადატვირთული სამედიცინო დაწესებულებები, ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები და გარდაცვლილთა მაღალი სტატისტიკაც მოწმობს. ლევან ანთაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლება, მიღებული გამოცდილების მიუხედავად, ამ რეალობისთვის სათანადოდ ვერ მოემზადა. მისი განმარტებით, ზაფხულის სეზონზე, ინფიცირების მზარდი შემთხევევები მოსალოდნელი იყო, თუმცა პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები არ გატარდა. ანთაძის პოზიცით, ერთადერთი, რაც ამ რთული ვითარებიდან გამოგვიყვანს, მასობრივი იმუნიზაციაა. საქართველოში კოვიდვითარება რომ საგანგაშოა, ამას ჯანდაცვის მინისტრიც ადასტურებს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით ახლა, მეოთხე ტალღის დროს ვითარდება. მინისტრი ყურადღებას სამედიცინო რესურსის ამოწურვის საშიშროებაზე ამახვილებს. საქართველოში კორონავირუსის „დელტა“ შტამი ფართოდ ვრცელდება, ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებიც. ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე და აქტიურად ჩაეთონ იმუნიზაციიის პროცესში. #ლევან_ანთაძე
adjara unm-ის სხვა ვიდეოები
01:07
ბათუმის ახალი სასაფლო, რომელიც არ დასრულდა...
00:57
ენმ მერიას მიმართავს რივიერას ტერიტორია გამოისყიდო...
01:23
ხათუნა ბერიძე - დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე მთავრობის...
01:19
40 ათას 163 ლარი 6 მოსაცდელის რეაბილიტაციისთვის
01:02
ლევან ანთაძე _ თუ ასე გაგრძელდა ვაქცინაციის გეგმის...
03:28
ტერენტი გრანელის გამო დაწყებული ხელჩართული ჩხუბი
05:48
ლევან ანთაძე - აჭარის ბიუჯეტის შესახებ
01:36
აჭარის საგზაო დეპარტამენტი ინერტულ მასალას უკანონო...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა და 15 გარდაცვლილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19-ით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#COVID19-ის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#COVID19 ვითარება მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ნუ მაიძულებ პირბადის ტარებას" - აქცია პანდემიის დროს
ამერიკის ხმა
გიორგი გახარიას ბრიფინგი. 15.10.2020
misha robaqidze
ახალი კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster