აჭარის საგზაო დეპარტამენტი ინერტულ მასალას უკანონოდ მოიპოვებს
ოპოზიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ კორუფციულ შემთხვევებს აპროტესტებს. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 15 სხვადასხვა ლოკაციაზე ინერტული მასალის მოპოვება უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე, ხდებოდა და ამ პროცესში საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. #რეზო_ხარაზი ოპოზიციის ინფორმაციით, მოპოვებული ქვა-ღორღის ნაწილი მათ ამომრჩევლებს წინასაარჩევნოდ მოსყიდვის მიზნით გადასცეს, ნაწილი კი გაყიდეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრი, რევაზ ხარაზი, მომხდარის გამოძიებას ითხოვს. "ამ და სხვა ლოკაციებზე მოხდა უკანონოდ, ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე, ყოველგვარი გასწორხაზოვნების, თუნდაც მუნიციპალიტეტის ნებართვის გარეშე, რომელსაც არა აქვს გაცემული. ასევე, ეკონომიკის სამინისტროს ლიცენზია არა აქვს გაცემული ინერტული მასალის მოპოვებაზე. მოხდა ინერტული მასალების დატაცება. უფრო მეტიც, ამ ყველაფერში აჭარის საგზაო დეპარტამენტს გახარჯული აქვს ასობით ათასი ლარი საწვავის შესაძენად. დაიწყოს სასწრაფოდ იმ ადამიანების დასჯა, ვინც ეს უკანონობა ჩაიტანა და ვინც ეს ეკოლოგიური ზიანი მიაყენა ჩვენს რეგიონს,“ - განაცხადა რევაზ ხარაზმა. აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის იურისტის, მალხაზ ბოლქვაძის, თქმით, "მასალის მოპოვებასთან დაკავშირებული რაიმე სახის საქმიანობა დეპარტამენტს არ განუხორციელებია და ვერც განახორციელებდა კანონიდან გამომდინარე". "ბურღვა აფეთქებითი სამუშაოების შედეგად როცა ხდება ჩამონაშალი მასალის დასაწყობება, ამის შედეგად დეპარტამენტს წარმოექმნება გარკვეული სახის ხრეშოვანი მასალა, რომელსაც იყენებს გზებზე მოპირკეთებითი სამუშაოების განსახორციელებლად. რაც შეეხება მასალის მოპოვებას ან მოპოვებასთან დაკავშირებულ რაიმე სახის საქმიანობას, ასეთი რამე დეპარტამენტს არ განუხორციელებია, ვერც განახორციელებს კანონიდან გამომდინარე," - განმარტა მალხაზ ბოლქვაძემ.
adjara unm-ის სხვა ვიდეოები
01:07
ბათუმის ახალი სასაფლო, რომელიც არ დასრულდა...
00:57
ენმ მერიას მიმართავს რივიერას ტერიტორია გამოისყიდო...
01:23
ხათუნა ბერიძე - დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე მთავრობის...
01:19
40 ათას 163 ლარი 6 მოსაცდელის რეაბილიტაციისთვის
03:28
ტერენტი გრანელის გამო დაწყებული ხელჩართული ჩხუბი
05:48
ლევან ანთაძე - აჭარის ბიუჯეტის შესახებ
01:36
აჭარის საგზაო დეპარტამენტი ინერტულ მასალას უკანონო...
მსგავსი ვიდეოები
ნაციონალური მოძრაობა საგზაო დეპარტამენტის წინააღმდეგ
adjara unm
აჭარის მთავრობის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უამინდობა მაღალმთიან აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუხაესტატეს მიმართულებით ახალი გზა გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster