დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში
ინტენსიურად თოვს აჭარის მთიან რაიონებში. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. მოძრაობა სრულად შეწყვეტილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის, სოფელ პაქსააძეებიდან კურორტი გოდერძამდე მონაკვეთზე. სოფლის ცენტრებიდან დაბასთან დამაკავშირებელ გზებზე კი გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებში. სამუშაოებში ჩართულია 80 ერთეული მძიმე ტექნიკა. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა იმერეთშიც. ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარის სიმაღლემ 2 მეტრს მიაღწია. გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. თოვლის გამო, ელექტროენერგია იმერეთის რეგიონში 20 ათას აბონენტს არ მიეწოდება უკვე მესამე დღეა თოვს გურიაშიც. თოვლის საფარმა მაღალმთიან ზონაში 1 მეტრს მიაღწია. მძიმე ტექნიკა სამივე მუნიციპალიტეტში წმენდს გზებს, შესაბამისად, გადაადგილების პრობლემა რეგიონში არ არის. თოვლმა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემა შეიქმნა ორ სოფელში, მაკვანეთსა და წითელმთაში. ენერგო-პრო-ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები უკვე მუშაობენ და დენის მიწოდება უახლოეს საათებში აღდგება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში - რა ვითარებაა ავტომაგისტრ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მელიას სასამართლო / პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი საგამ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში პრობლემები შექმ...
Euronews Georgia
უამინდობა საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ისევ დიდთოვლობაა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster