უამინდობა საქართველოს რეგიონებში
თოვლმა პრობლემები ახალციხის საავტომობილო გზებზეც შექმნა. თუმცა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 1-36 კილომეტრზე გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა უკვე თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. დიდთოვლობის მიზეზით, კომპანია „სპეციალური სერვისები“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, თოვლს ქალაქში გადაადგილების კუთხით პრობლემები არ შეუქმნია. ასევე მოხდა ე.წ. თეთრ ხიდზე დამცავი ბარიერების განთავსება, რათა მოქალაქეებს ხიდის მინის ზედაპირზე გადაადგილების დროს პრობლემა არ შეექმნათ. სამეგრელოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია. რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ყველა სოფლამდე მისასვლელი გზის გაწმენდა გუშინვე მოხერხდა. დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, თუმცა რეგიონის ყველა სოფლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გუშინვე მოხერხდა. დარჩენილია ზუგდიდის ოთხი სოფლის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგების სამუშაოები, რომელიც უახლოეს საათებში დასრულდება. გზების გაწმენდით სამუშაოებზე მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიები მუშაობდნენ. გზებზე მოხდა ტექნიკური მარილის დაყრაც. რეგიონში ახლა აღარ თოვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უამინდობა საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უამინდობა საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უამინდობა საქართველოს რეგიონებში - აჭარაში სტიქიას ორი ადამი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მელიას სასამართლო / პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი საგამ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებ...
MES Georgia
ძლიერი ქარი და წვიმა დედაქალაქში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს რეგიონებში უამინდობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უამინდობა და შეზღუდული მოძრაობა ლარსზე | პირდაპირი ჩართვა ად...
Formula News