უამინდობა საქართველოს რეგიონებში
უხვმა ნალექმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმა თბილისის გარდა შიდა ქართლშიც მოვიდა. სტიქიის შედეგად, ატენის ხეობაში მეწყრული პროცესები განვითარდა, რამაც საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. ამ დროისთვის ადგილზე გზის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს. თეთრიწყაროში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. სტიქია იყო ძირაგაში, ალექსეევკაში, ჭივჭავში, მაწევანში, ჩხიკვთაში, ჯორჯიაშვილში, ასურეთის ნაწილსა და ქალაქ თეთრიწყაროში. სტიქიამ ძირითადად ხეხილი და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. რაიონის რწმუნებულის, გიორგი ქორიძის განცხადებით, ზარალის დამთვლელი კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას. სტიქიაა კახეთშიც. ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ სოფლები არგოხი, მაღრაანი და ფიჩხოვანი დააზარალა. ძირითადად დაზიანებულია ვენახები და სხვადასხვა მარცვლეული კულტურა. ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობა 20 წუთი გრძელდებოდა. სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოშიც, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რის გამოც ცენტრალურ გზაზე ავტომობილებით გადაადგილება რამდენიმე წუთით შეფერხდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უამინდობა საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უამინდობა საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უამინდობა საქართველოს რეგიონებში - აჭარაში სტიქიას ორი ადამი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მელიას სასამართლო / პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი საგამ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებ...
MES Georgia
ძლიერი ქარი და წვიმა დედაქალაქში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს რეგიონებში უამინდობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უამინდობა და შეზღუდული მოძრაობა ლარსზე | პირდაპირი ჩართვა ად...
Formula News