უამინდობა საქართველოს რეგიონებში - აჭარაში სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
აჭარაში სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში ჩამოწოლილმა ზვავმა და მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ზვავს სახლში მყოფმა მამაკაცმა გამოასწრო, ხოლო 60 წლამდე ქალი დაიღუპა. ამ დროისთვის ქალის ცხედარი უკვე ნაპოვნია. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში კი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, სამუშაო პროცესებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ხულოს 38 საჯარო სკოლაში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი ვერ შედგა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებას ესწრებოდა, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სხდომა დატოვა და რეგიონში ბრუნდება ადგილიდან სიტუაციის სამართავად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უამინდობა საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უამინდობა საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უამინდობა საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მელიას სასამართლო / პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი საგამ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებ...
MES Georgia
ძლიერი ქარი და წვიმა დედაქალაქში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს რეგიონებში უამინდობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უამინდობა და შეზღუდული მოძრაობა ლარსზე | პირდაპირი ჩართვა ად...
Formula News