იცის თუ არა საკრებულოს დეპუტატმა ვინ იყო ტერენტი გრანელი? დღეს სხდომათა დარბაზი რამდენი წუთის განმავლობაში საკლასო ოთახს დაემსგავსა. პოეტი თუ პროზაიკოსი- კითხვაზე პასუხს ოპოზიცია ერთ ერთი კომისიის თავმჯდომარისგან ითხოვდა. მე-19 საუკუნის პოეტის შემოქმედებამ ოპონენტები ხელჩართულ ბრძოლამდე მიიყვანა.
პოეტი თუ პროზაიკოსი- დეპტატები დაპირისპირებამდე სწორედ ამ კითხვამ მიიყვანა. ჩხუბი და აყალმაყალი სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი პატარიძემ ტერენტი გრანელის ძეგლის დადგმის თაობაზე კოლეგებს ინფორმაცია გააცნო. მმართველი გუნდის წევრმა პოეტი პროზაიკოსად მოიხსენია.
მირდატ ქამადაძის შენიშვნას ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის , ტურიზმის და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ,,კამერების წინ კეკლუცობა“ უწოდა. სიტყვიერი დაპირიპირირება ფიზიკურში გადაიზარდა.
საკრებულოს სხდომაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებების შედეგად ოპოზიციის წარმომადგენელი დაშავდა. დარბაზში სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ერთიანი ნაციპნალური მოძრაობის წევრი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როინ ზოიძეს თავის დაზიანება და მაღალი არტერიული წნევა აღენიშნებოდა.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ ბიუსტის დადგმის წინააღმდეგნი არ არიან. ოპოზიციაში პრობლემად იმას მიიჩნევენ რომ განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ არ იცის ტერენტი გრანელი პროზაიკოსია თუ პოეტი.
საპირირისპიროს ამტკიცებს კომისიის თავმდჯომარე, რომელმაც ტერიტორია ტერენტი გრანელის ლექსის საკუთარი ინტერნპრეტაციით დატოვა.
დეპუტატების ხელჩართული ბრძოლის მოკვლევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. გახარიას უწყებამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ქართველი პოეტი ტერენტი გრანელი, რომლის ნამდვილი გვარი კვირკველიაა, დაიბადა 1897 წლის 25 ნოემბერს წალენჯიხაში.
#ბათუმი #საკრებულო #ჩხუბი