ლევან ანთაძე _ თუ ასე გაგრძელდა ვაქცინაციის გეგმის შესრულებას მინიმუმ 4 წელი დასჭირდება

06/09/2021
adjara unm-ის მიერ

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში\" ვაქცინაციის დაბალ ტემპსა და ჩავარდნილ ეროვნულ გეგმაზე საუბრობენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. აღნიშნულ საკითხზე დღეს ლევან ანთაძემ ბრიფინგი გამართა.

ლევან ანთაძის განცხადებით, 85 დღე გავიდა და დღიური აცრების მაჩვენებელი გეგმას 7,5-ჯერ ჩამორჩება. ანთაძე ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა ვაქცინაციის გეგმის შესრულებას მინიმუმ 4 წელი დასჭირდება.

\"საშუალოდ დღიურად იცრება 2 102 ადამიანი, გეგმის თანახმად უნდა აცრილიყო 15 713. თუ ვაქცინაციას იგივე ტემპით გავაგრძელებთ ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელს მივაღწევთ 2025 წლის სექტემბერში\"-აცხადებს ლევან ანთაძე.

მისივე თქმით, ვაქცინაციის გეგმის ჩავარდნის გამო დღეში საშუალოდ 20-30 ადამაიანი იღუპება, ყოველ ტალღაზე ცხადდება ლოკდაუნები, ხდება სამედიცინო სექტორის გადატვირთვა, ტურიზმის სექტორის ჩამოშლა და ამას მივყავართ მოსახლეობის გაღატაკებამდე.

\"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა\" ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს ვაქცინების საჭირო რაოდენობა და გაზარდოს ასაცრელი კაბინეტების რაოდენობა.

#ლევან_ანთაძე

ვიდეოები „adjara unm"-ისგან