ახალი კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი

09.09.2020 09:25

კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დღესაც დაფიქსირდა. ქვეყანაში ჩნდება ახალი კლასტერები და სულ უფრო იზრდება დაავადების გავრცელების არეალი. 44 ახალი შემთხვევა, ისევე როგორც გუშინდელი 45 ფაქტი, ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია 26 თებერვლის, ანუ „კოვიდ-19“-ის პირველად დაფიქსირების შემდეგ. ინფიცირებულებს შორის არიან დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, „Tv პირველის“ ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რის გამოც როგორც ტელევიზიაში, ასევე პარლამენტში პრევენციული ზომები გატარდება. წითელ ზონად რჩება აჭარა, სადაც ბოლო პერიოდში ყოველდღიურად საშუალოდ 20-ზე შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიოლოგების კონტროლის ქვეშაა გურიაც. შიდა გავრცელების რისკებს კიდევ უფრო მეტად ზრდის და ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ართულებს ის გარემოება, რომ ათ ინფიცირებულთან პირველწყაროზე ჯერ ვერ გადიან. ქვეყანაში ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთათვის ექვსასი საწოლია გამოყოფილი, საიდანაც მხოლოდ 65 პროცენტია დაკავებული. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ,  რომ საჭიროების შემთხვევაში, საწოლების რაოდენობა გაიზრდება  და სისტემა კოლაფსის საფრთხის წინაშე არ დგას.  მიუხედავად ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები სამ დიდ ქალაქში სპეციალურ სასტუმროებში განთავსდებიან და ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ახალი კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი საქართველოში
04:39

ახალი კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი საქართველოში
05:00

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ახალი კორონავირუსის გაუარესებული სტატისტიკა
06:42

ახალი კორონავირუსის გაუარესებული სტატისტიკა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი
03:27

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი საქართველოში
05:53

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი
05:51

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი და სპეციალისტების უცვლელი მოთხოვნა
07:09

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი და სპეციალისტების უცვლელი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი
03:18

კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო