#COVID19-ის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში

27.08.2020 00:53

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 825 ათასს აჭარბებს.  დაავადებით 24 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან თითქმის 16 მილიონი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში, კოვიდ-19-ის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა ინდოეთში, სადაც ვირუსი 75 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი ბრაზილიასა და აშშ-ში. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს - თურქეთში ბოლო 24 საათში ვირუსი დაუდასტურდა 1312 ადამიანს, 20 პაციენტი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში გამოვლინდა 148 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული. სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კოვიდ-19-ის 203 შემთხვევა დაარეგისტრირეს, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. რუსეთში კი ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი121-ით  გაიზარდა. გამოვლინდა 4700-ზე ინფიცირების  მეტი შემთხვევა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: