#COVID19-ის მსოფლიო სტატისტიკა

18.10.2020 00:42

მსოფლიოში კოვიდ-19-ის შემთხვევების რეკორდული მატებაა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში,  ინფიცირებულთა რიცხვი 400 ათასით  გაიზარდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, ვირუსის შემთხვევათა რიცხვი 39 485 409-ს აღწევს, მათ შორის მილიონ 106 ათას 519 ლეტალური აღმოჩდა. კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით, ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რვა მილიონზე მეტი ინფიცირებულით მეორე ადგილზეა ინდოეთი, თითქმის შვიდ-ნახევარი მილიონი შემთხვევით; მესამე ადგილზე კი, ბრაზილიაა, სადაც კოვიდ-19 ხუთი მილიონ 200 ათას ადამიანს დაუდასტურდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: