#COVID19 ვითარება მსოფლიოში

29.11.2020 00:37

გასული დღე-ღამის განმავლობაში გლობალური მასშტაბით კოვიდ-19-ის 747 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 13 ათასზე მეტი ინფიცირებული. მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კოორნავირუსის ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონშია რეგისტრირებული. მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით ევროპაა. მსოფლიოში კორონავირუსი სულ 62 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 40 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა რაოდენობა მილიონ 450 ათასს აჭარბებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: