როგორ ვრცელდება კორონავირუსი და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

21.04.2020

ჯანმოს ბოლო განცხადებით, არასწორია ის გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბუნებრივ პირობებში კორონავირუსი ჰაერში დიდხანს ჩერდება და აეროზოლის გზით გადადის. COVID19-ის გამომწვევი ვირუსი უმეტესად გადაეცემა ინფიცირებული ადამიანის მიერ ხველების, ცემინების და საუბრის დროს გამოყოფილი წვეთებით. ეს წვეთები სიმძიმის გამო მალევე ეცემა იატაკზე ან სხვადასხვა ზედაპირზე. თქვენ შეიძლება დაინფიცირდეთ ჰაერიდან ვირუსის შესუნთქვით, თუ COVID-19-ის მქონე პირთან არაუმეტეს 1 მეტრის მანძილზე ხართ; ან ზედაპირებთან კონტაქტით და შემდეგ ხელით სახეზე, ცხვირზე ან პირზე შეხებით. კორონავირუსის პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა ხელების ხშირი დამუშავება ალკოჰოლის შემცველი ხსნარით ან დაბანა საპნითა და წყლით. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო. დარჩი ჯანმრთელი და შეაჩერე COVID19-ის გავრცელება! * მოცემული მასალა წარმოადგენს ორიგინალი ვიდეოს “How to protect yourself against COVID-19” (   • Video  ) ქართულ ენაზე ადაპტირებულ ვერსიას. ავტორი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო, WHO), ჟენევა, 2020. ლიცენზია: CC BY-NC-SA 3.0 IGO. ეს ვერსია არ არის შექმნილი ჯანმოს მიერ და ის პასუხს არ აგებს მის შინაარსსა და სიზუსტეზე. ძირითად წყაროს წარმოადგენს ორიგინალი ვიდეო. ადაპტირებული ვერსია შექმნილია ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების მიერ. ** ადაპტირებული ვერსიის ავტორები: მარიამ გელდიაშვილი, სალომე ყიფშიძე, შალვა აბრამიშვილი, ვახტანგ თებიძე, მარიამ ხუჯაძე.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

როგორ ვრცელდება კორონავირუსი და როგორ დავიცვათ თავი მისგან?
01:41

როგორ ვრცელდება კორონავირუსი და როგორ დავიცვათ თავი მისგან?

GHN News Agency

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები
01:39

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები

Georgian Government

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები
01:19

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები

Georgian Government

42° პარალელი - კორონავირუსის გავრცელების მოდელი
16:02

42° პარალელი - კორონავირუსის გავრცელების მოდელი

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - კორონავირუსის გავრცელების მოდელი / ცხოვრება პოსტკომუნიზმში. ეპიზოდი ...
29:47

42° პარალელი - კორონავირუსის გავრცელების მოდელი / ცხოვრება პ...

პირველი არხი - 42-ე პარალელი

გერმანელი მეცნიერების უახლესი კვლევები
09:06

გერმანელი მეცნიერების უახლესი კვლევები

TV IMEDI

ჯაფარიძე: ერთი კოვზიდან ზიარება რისკებს კატასტროფულად ზრდის
07:17

ჯაფარიძე: ერთი კოვზიდან ზიარება რისკებს კატასტროფულად ზრდის

Girchi • გირჩი

„პანიკა უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვირუსი“ - როგორ აზარალებს კორონავირუსი ქვეყნის ეკონომიკას
33:28

„პანიკა უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვირუსი“ - როგორ აზარალ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო