COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში

23.05.2020 01:22

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაცხადებით, შეერთებული შტატების შემდეგ, კოვიდ-19-ის გავრცელების ეპიცენტრი ახლა სამხრეთ ამერიკაა. ბრაზილიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 20,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც ქვეყანა ინფიცირებულთა მაჩვენებლით უკვე მსოფლიოში მეორე ადგილზეა. შტატებში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ  1, 600,000-ს გადააჭარბა, დაღუპულია 96,000-ზე მეტი ადამიანი. ევროპის ქვეყნებში გრძელდება შეზღუდვების შემსუბუქება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ დიდ ბრიტანეთში ფიქსირდება. გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი ესპანეთში 28,628-ს აღწევს. გამოვლენილია  ინფიცირების 234,824 შემთხვევა. ქვეყნის დედაქალაქის - მადრიდისა და ბარსელონას გახსნა 25 მაისისთვის არის დაგეგმილი. იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 130 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 652 ახალი შემთხვეევა. ვითარება შედარებით რთულდება აფრიკაში, სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 100,000-ს გადასცდა. კოვიდ-19 ახლა კონტინენტის ყველა ქვეყანაში ფიქსირდება.  პანდემიის დაწყებიდან პირველად, ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ის სიმპტომებიანი შემთხვევა არ გამოვლენილა,თუმცა დაფიქსირდა 28 ასიმპტომური შემთხვევა. ჩინეთის მასშტაბით, ფატალური შემთხვევების რიცხვი 4 634-ს აღწევს, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 82 971-ს, მათ შორის 78 258 უკვე განიკურნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: