გიორგი გახარიას ბრიფინგი. 15.10.2020
თბილისსა და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება და ისინი 22:00 საათამდე იმუშავებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ ეპიდემიოლოგები და დედაქალაქის მერი. „დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. გუშინ იყო მაგალითად 381 000. დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი - 919 ინფიცირებული პირი, რაც, რა თქმა უნდა, უკვე სერიოზული ციფრია და როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში, ჩვენ 1000-ს გადავაბიჯებთ. მსოფლიოში ჯერ არ არსებობს ეპიდემიის სწრაფი შეჩერების გზა, გარდა მკაცრი შეზღუდვების და „ლოქდაუნებისა", თუმცა ყველას გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის და ადაპტაციის თანმიმდევრული და გაცხადებული გეგმა და ამას აქვს თავისი ახსნა და მიზეზი. ამ ახსნის ძირითადი კომპონენტი გახლავთ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. მიუხედავად გლობალური გამოწვევისა, ეკონომიკური კონკურენცია პოსტკრიზისულ ეკონომიკაში იქნება აბსოლუტურად სხვა და ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ, ჩვენი ძირითადი სტრატეგია ამ მიმართულებით გახლავთ სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვები, რაც არის აუცილებელი და რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი. ინფიცირების 919 ახალი შემთხვევიდან 366 გახლავთ თბილისი, 286 აჭარა და 104-იმერეთი, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება და ისინი 22:00 საათამდე იმუშავებენ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საკმარისი. აქ ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულია პირველ რიგში რა თქმა უნდა - მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, როგორც კერძო ისე სახელმწიფო ორგანიზაციებზე და ჩვენს მოქალაქეებზეც,"- განაცხადა პრემიერმა.
misha robaqidze-ის სხვა ვიდეოები
თბილისი. იშვიათი წიგნები და ალბომები. საღამო “ბუკი...
Тбилиси. Проспект Руставели и его окрестности. Хра...
90 იანი წლების თბილისი
მინიატურული მოდელების მაღაზია “მინიმა”. თბილისი. ტ...
Тбилиси. Вечерняя прогулка по городу. С Авлабара в...
თბილისი. ვაკე. ჭავჭავაძის 22 ნომერი. რა ხდება შუაღ...
Тбилиси. Авлабар- Ортачала- Крцаниси- Шиндиси- пар...
Тбилиси. Отель “WINE PALACE”. Оазис комфорта, уюта...
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ბრიფინგი
MULTIMEDIA GE
ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში. 30.03.2020
misha robaqidze
„დამსხვრეული ოცნებების“ მთავრობა კვლავ ნახევარი ნაბიჯებით და...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
Georgian Government
პრემიერმინისტრის განცხადება მთავრობის სხდომაზე - ფორმულა NEW...
"სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა გიორგი გახარი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
Georgian Government
ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო