MOE: ნორვეგიულ-ქართული თანამშრომლობის პროგრამის შესახებ მსჯელობა გაიმართა
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... ნორვეგიულ-ქართული თანამშრომლობის პროგრამის „ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარება" ფარგლებში ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარების პროცესში გარემოსდაცვით საკითხებზე და ხარვეზების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს. საქართველოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი განიცდის ცვლილებებს და დაგეგმილია კორექტირების შეტანა. „ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარება" სამწლიანი პროგრამაა, რომლის მიზანი საქართველოში ჰიდროენერგეტიკის სექტორის განვითარების მხარდაჭერაა. ნორვეგიელი და ქართველი ექსპერტები იმუშავებენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში არსებული ხარვეზების შეფასებაზე. მომზადდება რეკომენდაციები აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, ნორვეგიის კლიმატის ცვლილებების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკის, ეკონომიკის სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: გაიმართა მსჯელობა პროგრამის „ჰიდროენერგეტიკის მდგრადი გ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მსჯელობა ჰიდროელექტროპროექტების განვითარების პროცესში ხ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: აჭარაში ჰესების ასაშენებლად ინდური და ნორვეგიული კომპან...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სასტუმრო "რადისონში" ელექტრონული სისტემის დანერგვის შეს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასების სისტემის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო სასკოლო...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სამინისტროს ორგანიზებით ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსან...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: გარემოს დაცვის შესახებ ჟურნალი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო