MOE: გარემოს დაცვის შესახებ ჟურნალი

06.02.2012 00:47

საბავშვო ცენტრ „მულტი-პულტიში" გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე ჟურნალ „პოპკორნის" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების და განათლების დონის ამაღლებას. ჟურნალის ერთ-ერთი მთავარი თემაა, როგორ შევინარჩუნოთ სუფთა გარემო დედამიწაზე, ვასწავლოთ ბავშვებს, რა აბინძურებს ბუნებას და რა უქმნის საფრთხეს მათ ჯანმრთელობას, როგორ გამოვიყენოთ სწორად ენერგია და რესურსები. თემები ბავშვებისთვის გასაგებ ენაზეა გადმოცემული და გასართობი თამაშები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაა განაწილებული. „პოპკორნის" პირველ ნომერში არის 2012 წლის 3D კალენდარი - ბუნების და სუფთა ჰაერის მოყვარულებს "ტროპიკულ ჯუნგლებში" გაასეირნებთ, ასევე, ბავშვებს შეუძლიათ მატარებელი და ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხანა ააწყონ. „პოპკორნი" საქართველოს იმ იშვიათ ცხოველებზე მოგიყვებათ, რომლებიც გადაშენების საფრთხის პირას არიან. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის "ბეღურების" აღსაზრდელებმა, სკოლის მოსწავლეებმა და სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ასევე, გაიმართა "ბეღურების" აღსაზრდელების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების და სათამაშოების გამოფენა. ჟურნალი არასამთავრობო „ეკოხედვას" მხარდაჭერით საერთაშორისი სასკოლო პროექტ SPARE-ს ფარგლებში გამოიცა. პროექტი გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნორვეგიის ბუნების დაცვის საზოგადოების და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს. http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: ჰოლანდიელმა ექსპერტებმა ხუდონჰესის შესახებ დასკვნა წარმოადგინეს
02:16

MOE: ჰოლანდიელმა ექსპერტებმა ხუდონჰესის შესახებ დასკვნა წარმ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: უცხოელი ექსპერტების შეფასებები ხუდონჰესის შესახებ
02:50

MOE: უცხოელი ექსპერტების შეფასებები ხუდონჰესის შესახებ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვის მინისტრი პარლამენტში
00:47

გარემოს დაცვის მინისტრი პარლამენტში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა გერმანიის ელჩთან
00:52

MOE: შეხვედრა გერმანიის ელჩთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
01:05

MOE: შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სამინისტროს წარმოდგენილი ანგარიში
01:13

MOE: სამინისტროს წარმოდგენილი ანგარიში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: გაწეული საქმიანობის ანგარიში
07:29

MOE: გაწეული საქმიანობის ანგარიში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ მედიის წარმომადგენლებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო
00:49

MOE: მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ მედიის წარმომადგენლებს განხო...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო