MOE: ნორვეგიულ-ქართული თანამშრომლობის პროგრამის შესახებ მსჯელობა გაიმართა


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
ნორვეგიულ-ქართული თანამშრომლობის პროგრამის „ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარება\" ფარგლებში ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარების პროცესში გარემოსდაცვით საკითხებზე და ხარვეზების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს. საქართველოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი განიცდის ცვლილებებს და დაგეგმილია კორექტირების შეტანა. „ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარება\" სამწლიანი პროგრამაა, რომლის მიზანი საქართველოში ჰიდროენერგეტიკის სექტორის განვითარების მხარდაჭერაა. ნორვეგიელი და ქართველი ექსპერტები იმუშავებენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში არსებული ხარვეზების შეფასებაზე. მომზადდება რეკომენდაციები აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, ნორვეგიის კლიმატის ცვლილებების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკის, ეკონომიკის სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან